Ceramic Studio 1300 კერამიკის სახელოსნოა, რომელიც ინტერიერისათვის განკუთვნილ ნივთებს ქმნის. დეკორატიული და პრაქტიკული დანიშნულების დეტალები სტუდიის ესთეტიკისათვის დამახასიათებელი ხელწერით იქმნება. სააღდგომოდ სახელოსნო სპეციალურ კოლექციას გვთავაზობს, რომელიც ხელით მოხატულ დეკორატიულ კვერცხებსა და თემატური დეკორით გაფორმებულ თეფშებს აერთიანებს. Ceramic Studio 1300-ის მაღაზია ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში, მულტიფუნქციურ სივრცე “ფაბრიკაშია” განთავსებული.
