„ევროპულსი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით პრაღაში სპეციალური სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდა, რომლებსაც პაციენტები, საავადმყოფოების ნაცვლად, სასურველ ადგილას გადაჰყავთ.
ე.წ. სურვილების ასრულების სასწრაფო მანქანით ნებისმიერი ასაკის პაციენტს შეუძლია, უფასოდ მოხვდეს კონცერტზე, სპორტულ მატჩზე, სტუმრად და თუნდაც საზღვარგარეთ. ამასთან, პაციენტები სასწრაფო დახმარების ჯგუფისა და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
„სურვილების ასრულების ბრიგადის“ პირველი პაციენტი ალცჰეიმერით დაავადებული მამაკაცი იყო. ის ლუდის სპაში გადაიყვანეს.
ინიციატივის ავტორებმა გერმანული პროექტი გაიზიარეს, რომელიც 2017 წელს ქალაქ ჰამბურგში განხორციელდა. „სურვილების ასრულების“ სასწრაფო დახმარების მანქანებს ჰამბურგელი პაციენტები ფეხბურთზე, ზღვაზე და აკვარიუმში დაჰყავდათ