წყალბადის მატარებელში ენერგოსისტემა არის ჩაშენებული.მატარებელი სინცზინში, საწარმო Chengdu CRRC Changchun-ის საკონვეიერო a-ხაზიდან უკვე გამოვიდა. ოთხი ჩქაროსნული მატარებლის შემადგენლობის მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ია და წყალბადის ენერგიაზე მუშაობს, რომლის ნახშირორჟანგის ემისიები ნულოვანია. ინფორმაციას Fuel Cells Works ავრცელებს.
მატარებელს ერთი დამუხტვით 600 კილომეტრის გავლა შეუძლია.
მატარებელი, ასევე, აღჭურვილია მონიტორინგის სხვადასხვა ჭკვიანი სისტემით, სენსორებით და დისპეტჩერის ცენტრთან მაღალსიჩქარიანი 5G-კავშირით რამდენიმე ქსელის ინტეგრაციის მიზნით.
ხელოვნური ინტელექტის ერთიანი სისტემა დიდი რაოდენობით მონაცემებს უწყვეტად გააანალიზებს, ხოლო მარშრუტებზე უსაფრთხოებისთვის ყველა მატარებლის მუშაობის მდგომარეობას შეაფასებს.