2022 წელს ხაზინაში ამ მოსაკრებლიდან 950 200 ლარი შევიდა, 2022-ში თანხის მოცულობამ 1 555 000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე).
2018 წელს თბილისში დაახლოებით 8-9 ათასი ტაქსი მოძრაობდა, ამ დროისთვის ლიცენზია უკვე 17 799 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზეა გაცემული. ამ მაჩვენებელში შედის როგორც A, ასევე B კატეგორიის ტაქსები.
ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო, რა დროიდანაც ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა. შესაბამისად, თეთრი ფერის ტაქსები A კატეგორიას მიეკუთვნებიან, მანათობლის გარეშე მოძრავი ტაქსები, რომლებიც აპლიკაციის მეშვეობით ემსახურებიან მგზავრებს, B კატეგორიას.
თბილისში ტაქსების კატეგორია 3 ნაწილად არის დაყოფილი და თანხაც იმის მიხედვით არის განსაზღვრული, თუ რა ტიპის მანქანა იღებს ლიცენზიას. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადასაყვანად, ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს. ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში ეს თანხა შეადგენს 50 ლარს. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად თავისუფალია.
ბიუჯეტში შესულ თანხის მოცულობა მოსაკრებლიდან:
2019 წელი – 1 444 650 ლარი
2020 წელი – 978 850 ლარი
2021 წელი – 950 200 ლარი
2022 წელი – 1 555 000 ლარი