ბიზნესიგანათლებაესთეტიკაპარტნირები

ეთერ სანაია- ევროპის აკადემიური ცენტრის დამფუძნებელი, არაფორმალური განათლების შესახებ

0
გაზიარება

ევროპის აკადემიური ცენტრის ქსელების, ევროპის აკადემიური ცენტრი – გაცვლითი პროგრამებისა და ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის დამფუძნებლის – მმართველისა და პარტნიორის, ეთერ სანაიას ისტორია ბიზნესში 2005 წელს დამწყები იურისტის პოზიციიდან ერთ-ერთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიაში იწყება.

ეთერს სანაია Geobusinesnews.ge-სთან კარიერის საწყის ეტაპებსა და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც წლების წინ აღმოჩნდა:

„კომპანია საქმიანობდა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა სერვისებისა თუ ტექნიკის მიწოდების უზრუნველყოფით. სწორედ აქ გაჩნდა საჭიროება, გარდა ჩემი აკადემიური განათლებისა, სხვა დამატებითი პროფესიული უნარებისა, რომელიც, ჩემი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის მჭირდებოდა. საქართველოში ამ  დროისათვის ძალიან მწირი იყო ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმები, ტრენინგ ცენტრები,  რომლებიც მოკლე პერიოდში მოგვცემდა იმ კონკრეტულ უნარებს, რაც შრომითი ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს. მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდია, როდესაც სრულიად ახალი ინსტიტუციები გაჩნდა სახელმწიფოში, ჩამოყალიბდა მთელი რიგი სტრუქტუირებული სისტემები –  რომლებიც შრომით ბაზარზე ახალი პროფესიული უნარების მქონე კადრების არსებობას მოითხოვდა.ქვეყნაში  საფინანსო, საგადასახადო, იურიდიული და ა.შ. მიმართულებით გაჩნდა გარკვეული პრაქტიკის მქონე პირებზე მოთხოვნა,  ჩამოყალიბდა მთელი რიგი რეფორმირებული ახალი სისტემები. შრომითი ბაზარი   ადამიანური კაპიტალის პოტენციალის ეფექტიანობის ამაღლებას საჭიროებდა“.

 

როდესაც  კვალიფიცირებული სატრენინგო, სასწავლო ბაზების არსებობის საჭიროება გამოიკვეთა, ეთერ სანაიამ ბექა ქანთარიასთან ერთად“ევროპის აკადემიური ცენტრი“დააფუძნა, რომელიც იურიდიული, საფინანსო, საგადასახადო და აუდიტის  დარგში მოღვაწე ადამიანებს, მოკლე გზა შესთავაზა – თეორიულთან ერთად, განსაკუთრებით პრაქტიკული უნარების შესაძენად. სპეციალურად შექმნილი სატრენინგო მოდულების ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიული უნარი, ცოდნა,  რომლებიც მათ  შემდგომ დასაქმებაში გამოადგებათ.

„ევროპის აკადემიური ცენტრი არის არა ერთი საპილოტო პროგრამის მხარდამჭერი ორგანიზაცია. 12 წლის განმავლობაში შესრულებული აქვს თითქმის ყველა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის გადამზადების სატენდერო მომსახურება. შეიძლება ითქვას, რეფორმების კვალდაკვალ ცენტრის ჩართულობით მოხდა  ასობით კერძო და საჯარო პირის მომზადება ზემოთ ხსენებულ პროფესიებში ჩვენ ერთად შევქმენით საკადრო პოლიტიკა, სატრენინგო სივრცეები და, რაც მთავარია, ევროპული ცენტრის სახელი ასევე ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა ბევრი ახალი კომპანიისთვის განათლების სფეროში, რაც მისასალმებელია.

თავიდანვე რამდენიმე მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა.  დღეს მოკლევადიანი სატრენინგო მოდულებით ვახდენთ ბუღალტრების, აუდიტორების, იურისტების მომზადება/გადამზადებას, მათ ვასწავლით უცხო ენებსა და კომპიუტერულ პროგრამებს, გარდა ამისა, ისინი ჩვენთან გადიან საწარმოო პრაქტიკას“- ეთერ სანაია.

„ევროპის აკადემიური ცენტრი -გაცვლითი პროგრამები“ საერთაშორისო მასშტაბით საქმიანობას აგრძელებს და ახალგაზრდა პროფესიონალებისა თუ მოსწავლეებისათვის წელიწადში რამდენჯერმე ახორციელებს გაცვლით-კულტურულ და საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის უმაღლეს ორგანიზაციებში, მართავს ევროპის პარლამენტის, გაეროს, ნატოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებებს, ასევე  სისხლისა და სამოქალაქო სამართლის იმიტირებულ პროცესებს.

„გაცვლითი საგანმანათლებლო მასშტაბური ტურების ორგანიზებაშიც ვართ ჩემპიონები. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში მოქმედ ყველა საკონსულოსთან. სავიზო პირობების ფარგლებში გავიარეთ თანამშრომლობის ეტაპიც. იყო სირთულეები, მაგრამ ძნელად მოპოვებული ვიზებით გამგზავრება კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენდა ჩვენს ვიზიტებს საზღვარგარეთ. ცხადია, უვიზო რეჟიმის პირობებში ყველაფერი გამარტივდა და ახლა ბევრად ახლოსაა ევროპული ქვეყნები საქართველოსთან, ვიდრე ეს იყო  რამდენიმე წლის წინ. ევროპული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა იმის მაჩვენებელია, რომ დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი, სათანადო (სანდო) ხარისხის დემონსტრირება, რომელიც მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. ევროპული ცენტრის კომპანიები დაფუძნებიდან მალევე გახდნენ ISO 9001 (International Standardization Organization) ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის მფლობელები. ჩვენ  შევქმენით  ჩვენი წილი „ევროპა“საქართველოში. ამ მისიას ევროპული ცენტრი მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს“- ეთერ სანაია

ეთერ სანაიას წლების განმავლობაში არაფორმალური განათლების პლატფორმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული აქვს ასობით საგანმანათლებლო, სატრენინგო აქტივობა როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში.

მსგავსი სიახლეები

Kettari Academy – კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალებს სთავაზობს სპეციალიზებულ ტრენინგებსა და კურსებს

კეტარი აკადემია საინვესტიციო ფონდი კეტარის ქოლგის ქვეშ არსებული ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს და ამ სექტორში დასაქმების მსურველებს სპეციალიზებულ ტრენინგებსა და კურსებს…

ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსით შთაგონებული პროდუქციით

ონლაინ და რეალურ მაღაზიაშიც შეხვდებით ისეთ ნივთებს, როგორიცაა: ტელესკოპები, პლანეტების სანათები, პროექტორები, ჭაღები, საბავშვო სათამაშოები, სასკოლო ნივთები, დეკორატიული სადგამები, აქსესუარები და სხვ. ორიგინალური პროდუქციის…

ANOVA – კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება, როგორც ბაზრის კვლევების, ასევე, სოციალური კვლევის მიმართულებით

თანამედროვე სამყაროში, სადაც წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება კაპიტალის ბაზარი, ბიზნეს სექტორი და მასთან ასოცირებული სფეროები, სულ უფრო მეტად გადამწყვეტი და ფუნდამენტური მნიშვნელობის ხდება მონაცემებზე დაფუძნებული…

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!