სოციალური ქსელებიRSS კატეგორიამედია საშუალებები

Facebook-ზე პოსტის მომწონებელთა სია აღარ ჩანს

0
გაზიარება

როგორც წესი, Facebook პოსტების ქვეშ იმ მომხმარებელთა სიის ხილვა შეგვიძლია, რომელთაც იგი მოიწონეს ან რეაქცია გამოხატეს. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე საათია, მომხმარებლები, სიის ნაცვლად, წარწერას “No data available” (მონაცემები მიუწვდომელია) ხედავენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი გრაფა სულაც ცარიელია.

აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, პრობლემა ძირითადად Facebook-ის მობილურ აპლიკაციას აქვს. Downdetector-ის (პლატფორმა, რომელზეც მომხმარებლებს შეფერხებების შეტყობინება შეუძლიათ) მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მომხსენებელთა 67%-ს პრობლემა მობილურ აპლიკაციასთან ჰქონდა, 23%-ს კი — ვებსაიტთან.

შესაბამისად, მომხმარებელთა ნაწილთან Chrome-ის ვერსიიდან ტელეფონსა და კომპიუტერში ზემოხსენებული ფუნქცია კვლავაც ხელმისაწვდომია. მაშასადამე, შეგიძლიათ, თქვენსა თუ სხვათა პოსტებზე “დამლაიქებელთა” სია Facebook-ის ვებვერსიიდან იხილოთ, მობილურ აპლიკაციაზე ამ შეფერხების აღმოსაფხვრელად კი, როგორც ჩანს, უმჯობესია, თავად Facebook-ს დავუცადოთ.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!