სოციალური ქსელებიRSS კატეგორიამედია საშუალებები

Facebook-ზე პოსტის მომწონებელთა სია აღარ ჩანს

0
გაზიარება

როგორც წესი, Facebook პოსტების ქვეშ იმ მომხმარებელთა სიის ხილვა შეგვიძლია, რომელთაც იგი მოიწონეს ან რეაქცია გამოხატეს. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე საათია, მომხმარებლები, სიის ნაცვლად, წარწერას “No data available” (მონაცემები მიუწვდომელია) ხედავენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი გრაფა სულაც ცარიელია.

აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, პრობლემა ძირითადად Facebook-ის მობილურ აპლიკაციას აქვს. Downdetector-ის (პლატფორმა, რომელზეც მომხმარებლებს შეფერხებების შეტყობინება შეუძლიათ) მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მომხსენებელთა 67%-ს პრობლემა მობილურ აპლიკაციასთან ჰქონდა, 23%-ს კი — ვებსაიტთან.

შესაბამისად, მომხმარებელთა ნაწილთან Chrome-ის ვერსიიდან ტელეფონსა და კომპიუტერში ზემოხსენებული ფუნქცია კვლავაც ხელმისაწვდომია. მაშასადამე, შეგიძლიათ, თქვენსა თუ სხვათა პოსტებზე “დამლაიქებელთა” სია Facebook-ის ვებვერსიიდან იხილოთ, მობილურ აპლიკაციაზე ამ შეფერხების აღმოსაფხვრელად კი, როგორც ჩანს, უმჯობესია, თავად Facebook-ს დავუცადოთ.

მსგავსი სიახლეები

რა ღირს დასვენება საქართველოს სასტუმროებში?

PMCG-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 255 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საოჯახო ტიპის სასტუმროების…

არის თუ არა დეფიციტი და რატომ ძვირდება საქართველოში დიზელის საწვავი?

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულება 4,50 ლარს გადაცდა. როგორც ნავთობპროდუქტების…

„ალდაგი“-ს სიახლე საგზაო გადამზიდველებს

„ალდაგი“ საგზაო გადამზიდველებს სიახლეს სთავაზობს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევა (CMR) უკვე შესაძლებელია. კომპანიის ახალი პროდუქტი ერთეული გადაზიდვისთვის არის განკუთვნილი და წინასწარ განსაზღვრული…

2 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის მთავარი სავიზიტო ბარათი ბრუნდება

Ძალიან მალე, თბილისში განსაკუთრებულად ნოსტალგიური და საზეიმო განწყობა დატრიალდება, რადგან 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ქალაქს მთავარი სიმბოლო, ღირსშესანიშნაობა. უნიკალური კულინარიული წერტილი და ერთ-ერთი ძირითადი სავიზიტო ბარათი -…

„სმარტი“-ს რიგით 28-ე ფილიალი საჩხერეში გაიხსნა

საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, თამარ მეფის ქუჩის 19 ნომერში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 28-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. ივლისის თვეში “სმარტი” თბილისში, კახეთის გზატკეცილზე და ურეკშიც გაიხსნება, შესაბამისად,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა