ბიზნეს გამოცემამ Forbes უმდიდრესი 400 ამერიკელის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერია კომპანია Tesla Inc.-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი. ჟურნალის შეფასებით, მასკის ქონება ბოლო 1 წელიწადში 60 მლრდ დოლარით გაიზარდა და ამ დროისთვის 251 მლრდ დოლარს შეადგენს.
რეიტინგში მეორე ადგილზეა Amazon.com Inc.-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი 151 მლრდ დოლარის კაპიტალით, მესამეზე კი ბილ გეითსი 106 მლრდ დოლარით.
გამოცემა წერს, რომ ამ 400 უმდიდრესი ამერიკელის ჯამური კაპიტალი ბოლო ერთ წელიწადში 500 მლრდ დოლარით შემცირდა, 4 ტრილიონ დოლარამდე. ყველაზე მეტად „გაღარიბდნენ“ ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერები, რომლებმაც ჯამში 315 მლრდ დოლარი დაკარგეს. აღსანიშნავია, რომ ათეულიდან სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი გავარდა და ახლა მეთერთმეტე ადგილს იკავებს.