ბიზნესიდღის სიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

Forbes-მა უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგი გამოაქვეყნა

0
გაზიარება

ბიზნეს გამოცემამ Forbes უმდიდრესი 400 ამერიკელის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერია კომპანია Tesla Inc.-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი. ჟურნალის შეფასებით, მასკის ქონება ბოლო 1 წელიწადში 60 მლრდ დოლარით გაიზარდა და ამ დროისთვის 251 მლრდ დოლარს შეადგენს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა Amazon.com Inc.-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი 151 მლრდ დოლარის კაპიტალით, მესამეზე კი ბილ გეითსი 106 მლრდ დოლარით.

გამოცემა წერს, რომ ამ 400 უმდიდრესი ამერიკელის ჯამური კაპიტალი ბოლო ერთ წელიწადში 500 მლრდ დოლარით შემცირდა, 4 ტრილიონ დოლარამდე. ყველაზე მეტად „გაღარიბდნენ“ ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერები, რომლებმაც ჯამში 315 მლრდ დოლარი დაკარგეს. აღსანიშნავია, რომ ათეულიდან სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი გავარდა და ახლა მეთერთმეტე ადგილს იკავებს.

 

მსგავსი სიახლეები

ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის გერმანიის მთავრობა 55 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, 7 დეკემბერს, საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს…

ორსულობის,მშობიარობის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება

ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე…

2022 წელს ქვეყნიდან 1 301 ტონა 1, 096 მლნ დოლარის ღირებულების ყურძნის ექსპორტი განხორციელდა

ქართული ყურძნის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა.2022 წელს ქვეყნიდან 1 301 ტონა 1, 096 მლნ დოლარის ღირებულების ყურძნის ექსპორტი განხორციელდა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 60%-ით მეტია. 2021 წელს…

„საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის ანალიზი, პრობლემები და პერსპექტივები“

პრეზენტაცია თემით: „საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის ანალიზი, პრობლემები და პერსპექტივები“-პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის, როგორც…

2022 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 47.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 17.4 პროცენტით გაიზარდა.ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის მე-3 კვარტალში მისი მოცულობა 18.9…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!