ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

განიხილება თუ არა თურქეთი ქართველებისთვის ბიუჯეტურ მიმართულებად

0
გაზიარება

ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” გაძვირებულ მოგზაურობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ავიაბილეთებსა და სასტუმროებზე ღირებულება იმდენად გაზრდილია, რომ ქართველებისთვის ყველაზე მოთხოვნადი და ბიუჯეტური მიმართულება – თურქეთი – წელს აღარაა ბიუჯეტური.

“თურქეთში ფასები, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა”, – თქვა მან და იქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად გაზრდილი მაჩვენებლებისა, მოთხოვნა მაინც მაღალია.

“მიმდინარე სეზონზე მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაკეტილობისა და კოვიდ-რეგულაციების გამო, მოსახლეობა მონატრებულია მოგზაურობას, ამიტომაც წელს, 2019 წელთან შედარებით, მოგზაურობაზე მოთხოვნა, დაახლოებით, 70-75%-ითაა გაზრდილი”, – განაცხადა გოგა ქუცნიაშვილმა.

რაც შეეხება მიმართულებებს, ტურისტული კომპანია “ვოიაჟერ 365”-ის გენერალური მენეჯერის თქმით, ისეთი TOP- მიმართულებები, რომლებიც პანდემიამდე აქტუალური იყო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რადგან მოთხოვნა ყველა მიმართულებაზე გაზრდილია.

“გარდა ამისა, ქართველებმა ზამთრის სეზონის დაგეგმვაც კი დაიწყეს და მაგალითად, საახალწლოდ, ლაპლანდიის ტურს ახლა ყიდულობენ”, – აღნიშნა მან. 

მსგავსი სიახლეები

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეორადი ავტონაწილების იმპორტი იზრდება

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ქვეყანამ 6.818 მლნ დოლარის ნაწილები შეიძინა, მაშინ, როცა 2024 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7.410 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის სრული მონაცემების…

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 3 თვეში 4.403 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 403 616 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!