„საქართველოს რკინიგზამ“ რეკორდული, 283 მლნ ლარის მოგება მიიღო. რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოდერნიზაციის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის, ტვირთების გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.
საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაჯანსაღების მიმართულებით. კომპანიისთვის 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მოწოდებულია.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის შესახებ შეხვედრაზე ითქვა, რომ პროექტის 87% დასრულებულია. მონაკვეთი 180-კილომეტრიანია და მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისათვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონა იქნება. გასულ წელს საქართველოს რკინიგზამ მოგების სახით 52.7 მლნ მიიღო.