„ევროპულსი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად ქვეყანაში 12 000 მოქმედი სატელეფონო ჯიხური შემორჩა, თუმცა „პეიფონებში“ ნაღდი ანგარიშსწორების სისტემა გაუქმებულია და მოსახლეობას მათი გამოყენება მხოლოდ სატელეფონო ბარათით შეუძლია. 2023 წლის იანვრის ბოლოს ეს ფუნქციაც გაუქმდება.
ჯიხურების სრული დემონტაჟი 2025 წელს დასრულდება. ქვეყანაში მხოლოდ 3000 ჯიხური დარჩება, რომლებიც მობილური დაფარვის გასაძლიერებლად ქსელური კავშირის პატარა ანძებად გადაიქცევა. დემონტირებული ჯიხურები მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერებზე გაიყიდება.
გერმანიის მასშტაბით პირველი, ეგრეთ წოდებული, სატელეფონო კიოსკი (Fernsprechkiosk) ბერლინში, 1881 წელს გაიხსნა. მათი პოპულარობის პიკმა 1990-იანი წლების შუა პერიოდში მიაღწია, როცა ქვეყანაში 160 000 სატელეფონო ჯიხური მუშაობდა.