კომპანიის ეს მაჩვენებელი, ისევე როგორც წლიური მოგება, ნავარაუდევზე უკეთესი აღმოჩნდა. გერმანული ლუქს კლასის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Hugo Boss-ის შემოსავლებმა მეოთხე კვარტალში 15%-ით მოიმატა და 1,07 მლრდ ევრო შეადგინა, ის ასევე 29%-ით მეტია პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელზე.
კომპანიის EBIT-მა მეოთხე კვარტალში 4%-ით მოიმატა 104 მლნ ევრომდე, მთელი წლის განმავლობაში კი 335 მლნ ევრო შეადგინა, რაც 47%-იანი მატებაა. ეს კი ოქტომბერში ნავარაუდევ 40%-იან ზრდაზე მეტია.
კომპანია 2023 წლის პროგნოზს და 2022 წლის საბოლოო დოკუმენტს 9 მარტს გამოაქვეყნებს.