დღის სიახლეებისიახლეები

ინდოეთში Apple-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

0
გაზიარება

Apple-მა ინდოეთში პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა, რითაც სიდიდით რიგით მეხუთე ეკონომიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას გეგმავს. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის გეგმების მასშტაბს ცხადყოფს ისიც, რომ ქვეყანაში პირველი მაღაზია, რომელიც ინდოეთის უდიდესი ქალაქის, მუმბაის ფინანსურ ცენტრში მდებარეობს, Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა თავად გახსნა.

ინდოეთის 1.4-მილიარდიან ბაზარზე საკუთარი მაღაზიის გახსნა, პირდაპირ უკავშირდება Apple-ის მიერ ქვეყანაში წარმოების გაზრდას, რასაც, თავის წილ, ტექნოლოგიური გიგანტის მიერ ჩინეთზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირების სტრატეგია განაპირობებს. Apple-ის ჩინური ვექტორის ცვლილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, პოლიტიკურია და ის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის გართულებულ ურთიერთობას უკავშირდება, რომელიც, თეორიულად, ნებისმიერ დროს შეიძლება დაიძაბოს, როგორც ტაივანის, ასევე უკრაინის გარშემო არსებული მოვლენების გამო. ამასთან, კოვიდ-19-ის შემთხვევების მიმართ ნულოვანი პოლიტიკისა და ქარხნებში ხშირი პროტესტების გამო, ბოლო წლებში, ჩინეთი საწარმოო ბიზნესისთვის მეტად არასტაბილურ ქვეყნად იქცა.

ტიმ კუკის მიერ ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა სიმბოლურია იმითაც, რომ გასულ ფისკალურ წელს, Apple-მა, ინდოეთში $7 მილიარდის ღირებულების iPhone-ები ააწყო, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე. დღეს, ინდოეთზე Apple-ის ყველაზე გაყიდვადი მოწყობილობის, iPhone-ის წარმოების 7% მოდის, რასაც ამერიკული გიგანტი Foxconn-თან და Pegatron-თან თანამშრომლობით ახერხებს. ინდური წარმოების საგრძნობლად გაზრდა, ცხადია, დადებითი მოვლენაა ინდოეთისთვისაც, რომელზეც 2021 წელს, iPhone-ების გლობალური წარმოების მხოლოდ 1% მოდიოდა. ამასთან, ინდოეთის უზარმაზარი ბაზრის ათვისებას Apple-ი მხოლოდ ახლა ცდილობს და ამაზე რიცხვებიც მეტყველებს – Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდოეთში 700 მილიონზე მეტი სმარტფონი გამოყენება და Apple-ზე ამ ბაზრის მხოლოდ 4%-იანი წილი მოდის. ამასთან, გასულ ფისკალურ წელს, Apple-მა ინდოეთში $6 მილიარდის ღირებულების მოწყობილობები გაყიდა, რაც თითქმის 50%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას მეტად საინტერესო საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს, ასე რომ Apple-ის მიერ ინდოეთში წარმოების მსუყე ნაწილის გადატანა სავსებით ლოგიკურიცაა. ქვეყანაში განვითარების პარალელურად, Apple-ი აქტიურადაა ჩართული ინდური შრომის სამართლის რეგულირებაშიც ლობირების გზით.

მუმბაის შემდეგ, Apple-ი ინდოეთში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას გეგმავს, ამჯერად, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, სადაც უკანასკნელი კვლევით, 16.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!