“ინტერის’ საფეხბურთო აკადემია შესაძლოა საქართველოს რეგიონებშიც გაიხსნას, – ამის შესახებ ‘ბიზნესპარტნიორთან” საუბრის დრო “ინტერის” აკადემიის დირექტორმა ანა წერეთელმა განაცხადა. როგორც ცნობილია, ლიცენზია არსებობს და ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული პროექტის განხორციელება.
ანა წერეთლის განმარტებით, შესაძლოა აქცენტი იმერეთზე გაკეთდეს და იქ ადგილობრივების თხოვნით, პროექტი „ტორპედოს“ საფეხბურთო აკადემიის სახელით განვახორციელოთ.
„იმდენად უყვართ თავიანთი ქალაქის გუნდი, რომ მათთვის ყველაფერი „ტორპედოს“ ირგვლივ ტრიალებს. ზუსტი ლოკაცია ჯერ არ ვიცით, ახლა ტერიტორიის მოძიების ეტაპზე ვართ,“ – აცხადებს წერეთელი.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „ინტერს“ 19 საფეხბურთო აკადემია ჰქონდა. თბილისში კი იტალიური გრანდის 20-ე საფეხბურთო აკადემია 2022 წლის მარტში დაფუძნდა. რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა პროექტში, ამაზე წერეთელი არ საუბრობს და აცხადებს, რომ პროექტი საქველმოქმედოა და თანხის ოდენობა – კონფიდენციალური.