„The Wall Street Journal”-ის თანახმად, ევროკავშირის მოთხოვნით, აიფონის დამტენის პორტი იცვლება. „ეფლის“ მარკეტინგის ლიდერი გრეგ იოსვიაკი აცხადებს, რომ ცვლილება გარდაუვალია, სურთ თუ არა ეს ჯგუფის სხვა წევრებს.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, Lightning პორტი ჩანაცვლდება USB Type-C (ანდროიდი) პორტით. ევროკავშირმა მიიღო კანონი, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის შემოდგომიდან ყველა მობილური, პლანშეტი Type-C-ით ჩანაცვლდება. „ეფლი“ ცვლილებებს 2023 წლისათვის გეგმავს.
დამტენებთან დაკავშირებით ცნობილია, რომ უთანხმოება ევროკავშირსა და აიფონის მწარმოებელ კომპანიას შორის ათ წელზე მეტია არსებობს.
იოსვიაკი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რადგან, მომხმარებლები ახლა უკვე იძულებულნი გახდებიან ძველი სადენები ახლით ჩაანაცვლონ.
ამ შემთხვევაში ეფლის მომხმარებლები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთი მხარე სიახლით გახარებულია, მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ ეს დიდი დანაკარგია და აიფონი ანდროიდის სმარტფონებს უფრო დაემსგავსება.