მარკეტინგი და გაყიდვებისაზოგადოებასაინტერესო სიახლეებიტექნოლოგიებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

Iphone-ს დამტენი პორტი იცვლება

0
გაზიარება

„The Wall Street Journal”-ის თანახმად, ევროკავშირის მოთხოვნით, აიფონის დამტენის პორტი იცვლება. „ეფლის“ მარკეტინგის ლიდერი გრეგ იოსვიაკი აცხადებს, რომ ცვლილება გარდაუვალია, სურთ თუ არა ეს ჯგუფის სხვა წევრებს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, Lightning პორტი ჩანაცვლდება USB Type-C (ანდროიდი) პორტით. ევროკავშირმა მიიღო კანონი, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის შემოდგომიდან ყველა მობილური, პლანშეტი Type-C-ით ჩანაცვლდება. „ეფლი“ ცვლილებებს 2023 წლისათვის გეგმავს.

დამტენებთან დაკავშირებით ცნობილია, რომ უთანხმოება ევროკავშირსა და აიფონის მწარმოებელ კომპანიას შორის ათ წელზე მეტია არსებობს.

იოსვიაკი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რადგან, მომხმარებლები ახლა უკვე იძულებულნი გახდებიან ძველი სადენები ახლით ჩაანაცვლონ.

ამ შემთხვევაში ეფლის მომხმარებლები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთი მხარე სიახლით გახარებულია, მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ ეს დიდი დანაკარგია და აიფონი ანდროიდის სმარტფონებს უფრო დაემსგავსება.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოს 8 ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლა

მსოფლიოში არსებული სკოლები თავისი მაღალი ფასით მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სკოლების სიაში მოხვდნენ. აღნიშნული თითოეული სკოლის საფასური წელიწადში 100,000 აშშ დოლარს აღემატება, ზოგიერთს კი, მილიარდობით დოლარის ღირებულების…

ჰოლივუდის ლეგენდის, ჯეიმს კამერონის საათების კოლექცია

ცნობილი კინორეჟისორი და ზღვის მკვლევარი, ჯეიმს კამერონი ცნობილია თავისი კინემატოგრაფიული შემოქმედებით, რომელიც ყველანაირ სტანდარტებს არღვევს. ჯეიმს კამერონი დიდ ყურადღებას და ფინანსებს საათებს უთმობს. Hamilton Khaki Navy…

წამწამების მოცულობის ბუნებრივად გაზრდა

,, წამწამების დაგრძელება" - 1927 წელს მაქს ფატორმა გამოიგონა, წამწამების მოცულობის გაზრდა-ეს არის საშუალება, რომლითაც ქალბატონები კიდევ უფრო ლამაზები და თავდაჯერებულები არიან. ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის…

Facebook-სა და Instagram-ზე ვერიფიკაციის ნიშნის ყიდვის ფუნქცია ამოქმედდება

კორპორაცია Meta მის სოციალურ ქსელებში Facebook და Instagram ფასიანი ვერიფიკაციის ფუნქციის ტესტირებას დაიწყებს. ამის შესახებ The Verge-ი Meta-ს ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „ამ კვირაში Meta…

კარფურის კამპანია – „მცირე ცვლილებები – დიდი შედეგები“

„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, განაგრძობს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ბავშვებმა თამაშით ისწავლონ გარემოზე ზრუნვა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!