იტალიური მოდის სახლის Prada SpA-ს დირექტორთა საბჭო აპირებს, რომ კომპანიის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე რეკომენდაცია გაუწიოს LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SE-ს ყოფილი ტოპ მენეჯერის ანდრე გუერას.
საბჭოს სხდომა 26 იანვარს არის დაგეგმილი.
როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, მოქმედი დირექტორები მიუჩა პრადა და პატრიციო ბერტელი დაკავებულ პოსტებს დატოვებენ. მიუჩა პრადა გახლავთ ბრენდის დამფუძნებლის შვილიშვილი და ის კომპანიაში Miu Miu და Prada ბრენდების კრეატიული დირექტორის პოსტს შეინარჩუნებს, ხოლო ბერტელი გადავა Prada SpA-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. გუერას მანამდე ეკავა ლინზებისა და მზის სათვალეების მწარმოებელი კომპანია Luxottica Group S.p.A.-ს დირექტორის პოსტი, ასევე ხელმძღვანელობდა LVMH-ის სასტუმრო ბიზნესს.