MacRumors-ის განცხადებით, იუთუბი ზოგიერთ მომხმარებელსს 4K რეზოლუციით ვიდეოს საყურებლად იუთუბ პრემიუმზე გადასვლას სთავაზობს.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ ქვეყნებსა და ვიდეოებზე აისახა ცვლილება.
თეორიულად, იუთუბ პრემიუმის (რომლის ფასიც თვიურად 12 დოლარს შეადგენს), მიღმა 4K ვიდეოების შეზღუდვამ შეიძლება ხელი შეუწყოს დარეგისტრირებას და აქციოს ის უფრო დიდი შემოსავლის წყაროდ გუგლისთვის.