დღის სიახლეებიეკონომიკა

ივნისის თვეში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 697 პირმა მიიღო

0
გაზიარება

საქართველოში მაღალანაზღაურებად პირთა რაოდენობა გაიზარდა. ივნისში თვიურად 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 697 პირმა მიიღო. მათი ჯამური შემოსავალი 252,131,978 ლარი იყო.

გასული წლის ივნისში კი 100 ათას ლარზე მეტი თვიური შემოსავალი 538 პირს ჰქონდა მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალანაზღაურებად პირთა რაოდენობა 29.5%-ით არის გაზრდილი.

ხელფასის სახით 100 000 ლარი და მეტი შემოსავალი 189 პირს ჩაერიცხა – ჯამში 73 132 292 ლარი. შემოსავლის სხვა სახეებია: დივიდენდი, პროცენტი, მოგება, როიალტი და სხვა. შარშან ივნისში ხელფასის სახით ამ მოცულობის შემოსავალი 153 პირს ჰქონდა.

100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები წლების მიხედვით:

2022 წელი – 697 პირი / 252.13 მლნ ლარი
2021 წელი – 538 პირი / 227.64 მლნ ლარი
2020 წელი – 420 პირი / 237.15 მლნ ლარი
2019 წელი – 390 პირი / 133.38 მლნ ლარი

2022 წლის ივნისში საქართველოში ხელფასის სახით ანაზღაურება 902,000-მა ადამიანმა აიღო, რაც წინა წელთან შედარებით 31,000 დასაქმებულით, ანუ 3%-ით მეტია. ამ მოქალაქეებზე გაცემულმა ჯამურმა ანაზღაურებამ ივნისში 1.65 მილიარდი ლარი შეადგინა, შესაბამისად საშუალო ხელფასი 1,837 ლარი იყო, რაც 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის პირობებში ხელზე 1,469 ლარს ნიშნავს.

დასაქმებულთა ნახევარზე მეტს – 465 ათას პირს 1,200 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს, რაც “ხელზე აღებულ” 1,000 ლარზე ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. 1,200 ლარზე მაღალი ხელფასი კი 437 ათას ადამიანს აქვს, მათ შორის 6,000 ლარზე მაღალი ანაზღაურება 33,300 ადამიანს აქვს, რაც საქართველოს მოსახლეობის 1%, ხოლო დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 4%-ია.

მსგავსი სიახლეები

აპრილიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა. ნფორმაცია ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია ნათქვამი. მონაცემების მიხედვით, ამავე…

21 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7536 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0049 ლარით გამყარდა. ევრო - 2. 9940 ლარი აშშ დოლარი -…

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგი – მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით

Henley and Partners ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგს, სადაც ასახელებს 50 ქალაქს იქ მცხოვრები მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. მდიდარი ქალაქების სია: 1. ნიუ-იორკში 60…

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარს მიიღებს

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად…

ადგილობრივი ექსპორტი 18.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2024…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!