ჟერარდ პიკე 1987 წლის 2 თებერვალს დაიბადა, “ბარსელონაში” პატარა ასაკიდანვე ჩაირიცხა და მისი კარიერა ფეხბურთს დაუკავშირა.
“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
ესპანელი გამოცემების მიხედვით, 2022 წელს პიკემ მხოლოდ ხელფასის სახით 10 მილიონი დოლარი მიიღო. Wealthygorilla-ს ინფორმაციით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ჟერარ პიკეს წმინდა ქონება შეფასებულია 80 მილიონ დოლარად.
ფეხბურთელი საკმაოდ ძვირად ღირებული ავტომობილების კოლექციას ფლობს. მათ შორის სუპერქარებს და კლასიკურ მოდელებსაც.
ჟერარდმა ასევე დააარსა და დიდი თანხები ჩადო Kosmos Holdings-ში, რომელმაც გააფორმა 3 მილიარდი დოლარის პარტნიორობა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციებთან. თავისი ინვესტიციებით კოსმოს ჰოლდინგში ანაზღაურებით, ჟერარდმა იყიდა FC Andorra და Gimnastic Manresa.
35 წლის ესპანელი მეუღლესთან, შაკირასთან დაშორების შემდეგ ყვითელი პრესის მთავარი განხილვადი გმირი გახდა. მან შაკირას 23 წლის გოგონასთან უღალატა, რასაც მომღერლის მხრიდან არაორდინალური ნაბიჯები მოჰყვა. შაკირამ ყოფილ ქმარს სიმღერაც მიუძღვნა, სადაც მას სპორტდარბაზში სიარულთან ერთად, ტვინის გავარჯიშებისკენაც მოუწოდებს.