დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

კაცისა და ქალის ხელფასს შორის ყოველთვიური სხვაობა 21.4%-ია

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2021 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.7% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 21.4%-ია.

გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 0.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა უცვლელი დარჩა.

2021 წელს ყველაზე მაღალი შესწორებული გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა მრეწველობაში დაფიქსირდა და 30.6% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მომსახურების სფეროში 14.1%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობაში 9.3 % შეადგინა. მშენებლობაში შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა უარყოფითია და -4.6 %-ს შეადგენს, რაც გულისხმობს, რომ კაცების საშუალო საათობრივი ხელფასი ჩამორჩება ქალების შესაბამის მაჩვენებელს.

დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ყველაზე დიდი შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა ხელოსნების და მონათესავე სფეროების მუშების პოზიციაზე დაფიქსირდა და 46.4% შეადგინა, მეორე ადგილზეა მენეჯერების პოზიცია (40.4 %), ხოლო მესამე ადგილზე დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორების პოზიცია (33.9 %).

გენდერული სახელფასო სხვაობა წარმოადგენს კაცისა და ქალის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის თანაფარდობას კაცის საშუალო ხელფასთან. გენდერული სახელფასო სხვაობა, რომელიც არ ითვალისწინებს დემოგრაფიულ და სამუშაო მახასიათებლებს, ცნობილია, როგორც შეუსწორებელი გენდერული სახელფასო სხვაობა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!