დღის სიახლეებისიახლეები

კადრების დეფიციტის გამო ახალი ფილიალების გახსნას ვერ ხერხდება – რესტორატორთა ასოციაცია

0
გაზიარება

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით კადრების დეფიციტის პრობლემა კერძო სექტორის და სახელმწიფოს ერთობლივი კოორდინაციით უნდა გადაიჭრას.

,,ჩვენი ძირითადი გამოწვევა ეხება კადრებს. სფერომ დაკარგა დაახლოებით 40%-მდე, როგორც რესტორნები და კაფე-ბარები, ასევე მუშახელი. ამის ერთდროულად აღდგენა რთული, მეტიც, წარმოუდგენელია. ეს რჩება გამოწვევად 2023 წელსაც.ახლა გვაქვს სიტუაცია, როცა სფერო რეალურად განვითარების ეტაპზე გადავიდა, მაგრამ პრობლემა კადრებია. ჩვენ, ვერ ვახერხებთ ახალი ფილიალების გახსნას და ახალი ბიზნესის დაწყებას კადრების დეფიციტის გამო. ამ გამოწვევას სჭირდება პასუხი. ამაზე უნდა იზრუნოს სფერომ და გარკვეულწილად საჭიროა სახელმწიფო ჩარევაც. არა მარტო ამ სფეროსთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია პროფესიული სასწავლებლების შექმნა, არა იმ არაფრისმომცემი ფორმით როგორც დღესაა, არამედ ისე, რომ ფონი რეალურად შეიცვალოს.

დაახლოებით 55 ათასამდე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჰყავს ქვეყანას ყოველი წლის ბოლოს და მხოლოდ 5 ათასი პროფ სასწავლებლის. ეს უნდა შეიცვალოს და 50/50-ზე უნდა დაჯდეს ბალანსი. იმ პროფესიებით უნდა მოხდეს სტუდენტების დაინტერესება, რომელიც იქ ისწავლება. ამას ბუნებრივია, რომ მხოლოდ კერძო სექტორი ვერ შეძლებს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სფეროს განვითარებისთვის. ფაქტია, რომ 55 ათასი კურსდამთავრებულიდან ჩვენ გვყავს 40-45 ათასი უმუშევარი, როცა უამრავი ვაკანსია და მოთხოვნაა“, – ამბობს ბურჯანაძე

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!