კეტარი აკადემია საინვესტიციო ფონდი კეტარის ქოლგის ქვეშ არსებული ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს და ამ სექტორში დასაქმების მსურველებს სპეციალიზებულ ტრენინგებსა და კურსებს სთავაზობს.
კეტარი აკადემიის სასწავლო პროგრამა აგებულია ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა: სასწავლო კურსის აქტუალურობა, პრაქტიკულ სწავლებაზე აგებული მეთოდოლოგია, კურსის მასალების ორიგინალობა, საავტორო უფლებების დაცვა, ლექტორის კომპეტენცია და მიზნობრივი აუდიტორიის ანალიზი.
აკადემიის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში მოღვაწე პრაქტიკოს პროფესიონალებთან ერთად შექმნას უნიკალური კურსები, რითაც შეძლებს კრეატიულ სფეროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და შესაბამის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების შექმნას.
კეტარი აკადემია აერთიანებს კურსებს მრავალფეროვანი სპექტრით, როგორიცაა:
- შემოქმედებითი ინდუსტრიები 360
- ფოტოგრაფია
- ვიდეო მონტაჟი
- ტექსტის წერის ხელოვნება
- ბატიკის ხელოვნება
- იუდაიკა მსოფლიო ხელოვნებაში
- ახალი ამბების ჟურნალისტიკა
- მსოფლიო ღვინოები
- პერსონალური ბრენდინგი
- პროექტების მენეჯმენტი
- კერამიკის ხელოვნება
- საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი
კეტარი აკადემია ამავდროულად აერთიანებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული მომზადების პროგრამების მიმართულებასაც. აკადემიაში ხელმისაწვდომია პროგრამა: პროექტების მართვა შემოქმედებით ინდუსტრიებში, რომლის მიზანია კურსანტებს შეასწავლოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში პროექტის წარმატებულად დაგეგმვა და განხორციელება, მისცეს სათანადო ცოდნა და უნარები მათ პროექტის პარტნიორებისა და დონორების მოსაძიებლად; ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში კი მიზანად ისახავს მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვას, მათ შორის მისი სამართლებრივი დაცვის და ეკონომიკური სარგებლიანობის გამოყენებას.