განათლებადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიტრენინგ ცენტრები

Kettari Academy – კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალებს სთავაზობს სპეციალიზებულ ტრენინგებსა და კურსებს

0
გაზიარება

კეტარი აკადემია საინვესტიციო ფონდი კეტარის ქოლგის ქვეშ არსებული ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს და ამ სექტორში დასაქმების მსურველებს სპეციალიზებულ ტრენინგებსა და კურსებს სთავაზობს.

კეტარი აკადემიის სასწავლო პროგრამა აგებულია ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა: სასწავლო კურსის აქტუალურობა, პრაქტიკულ სწავლებაზე აგებული მეთოდოლოგია, კურსის მასალების ორიგინალობა, საავტორო უფლებების დაცვა, ლექტორის კომპეტენცია და მიზნობრივი აუდიტორიის ანალიზი.

აკადემიის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში მოღვაწე პრაქტიკოს პროფესიონალებთან ერთად შექმნას უნიკალური კურსები, რითაც შეძლებს კრეატიულ სფეროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და შესაბამის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების შექმნას.

კეტარი აკადემია აერთიანებს კურსებს მრავალფეროვანი სპექტრით, როგორიცაა:

  • შემოქმედებითი ინდუსტრიები 360
  • ფოტოგრაფია
  • ვიდეო მონტაჟი
  • ტექსტის წერის ხელოვნება
  • ბატიკის ხელოვნება
  • იუდაიკა მსოფლიო ხელოვნებაში
  • ახალი ამბების ჟურნალისტიკა
  • მსოფლიო ღვინოები
  • პერსონალური ბრენდინგი
  • პროექტების მენეჯმენტი
  • კერამიკის ხელოვნება
  • საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი

კეტარი აკადემია ამავდროულად აერთიანებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული მომზადების პროგრამების მიმართულებასაც. აკადემიაში ხელმისაწვდომია პროგრამა: პროექტების მართვა შემოქმედებით ინდუსტრიებში, რომლის მიზანია კურსანტებს შეასწავლოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში  პროექტის წარმატებულად დაგეგმვა და განხორციელება, მისცეს სათანადო ცოდნა და უნარები მათ პროექტის პარტნიორებისა და დონორების მოსაძიებლად; ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში კი მიზანად ისახავს მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვას, მათ შორის მისი სამართლებრივი დაცვის და ეკონომიკური სარგებლიანობის გამოყენებას.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია- ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის…

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს…

განმეორებითი ცნობებისა და მოწმობების აღება ფასიანია

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები განმეორებით მიიღონ, აუცილებელია წარადგინონ, წერილობითი განცხადება და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოწმობის თუ ცნობის განმეორებით…

ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა

ჩინეთი ქართული სანელებლების მთავარი ექსპორტიორია. 2024 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა და 15.777 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის…

ელვის პრესლის ორიგინალი ფეხსაცმელი აუქციონზე 150 000 დოლარად გაიყიდა

ელვის პრესლის ლურჯი ფეხსაცმელი Henry Aldridge and Son -ის აუქციონზე 120,000 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 152,000 აშშ დოლარი) გაიყიდა. 1956 წელს, როდესაც ჩარტებში მოხვდა, მომღერლის სადებიუტო ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!