კომპანია Tesla-ს 5,7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები ილონ მასკმა უცნობ ორგანიზაციას 2021 წლის ბოლოს შესწირა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ აღნიშნული თანხა ბიზნესმენმა საკუთარ საქველმოქმედო ორგანიზაციას Musk Foundation-ს გადაურიცხა. ამ ტრანზაქციამ კი ეს ორგანიზაცია ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს საქველმოქმედო ფონდად აქცია.
2021 წლის ბოლოსთვის ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხებოდა 9,4 მლრდ დოლარის აქტივები. თუმცა, მიუხედავად ამ მოცულობის აქტივებისა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ორგანიზაციამ გასულ წელს მხოლოდ 160 მლნ დოლარი გაიღო ქველმოქმედებაზე. ყველაზე დიდი საჩუქარი იყო 55-მილიონიანი შემოწირულობა მემფისის St Jude Children’s Research საავადმყოფოსთვის, 54 მილიონი კი მასკმა X Prize Foundation-ს შესწირა, რომელიც მუშაობს ნახშირორჟანგის განულების პროექტზე. სხვა მცირე შემოწირულობებს შორის კი იყო: სკოლები და არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადახვა ქალაქებიდან.
ილონ მასკის ქონება Bloomberg Billionaires Index-ის მიერ შეფასებულია 167,6 მლრდ დოლარად.