თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ველო და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა
„როგორც იცით ფონდი „ქართუ“ ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ეს არის მტაწმინდის ფერდის გამწვანება/მოწესრიგება. საუბარია, დაახლოებიტ 700 ჰა ტერიტორიაზე, რომელიც კუს ტბისკენ გადადის. ამ პროექტის ფარგლებში ფონდმა მუნიციპალიტეტს გადმოსცა ძალიან მნიშვნელოვანი პრექტი, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას. უკვე მომზადებულია თანამედროვე მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მარკირებული და სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას.ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანე გზით, აღნიშნულიპროექტი გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებასაც. ტერიტორიაზე მოვაწყობთსაპიკნიკე ზონებსაც“ – აღნიშნა კალაძემ.
ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნებაგამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა დაგარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით.