სტომატოლოგიური კლინიკა „ლ.ლ დენტი“ 2016 წლიდან ზრუნავს ლამაზ ღიმილზე და თქვენს ჯანმრთელობაზე , პროფესიონალი სტომატოლოგების გუნდის დამსახურებით.
კლინიკაში პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მრავალპროფილური მომსახურება. თერაპიული სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, იმპლანტაცია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, ბავშვთა თერაპია, ბავშვთა ქირურგია.
რაც შეეხება აპარატურასა და ტექნიკას, არის თანამედროვე და ციფრული რენტგენიგრაფია, ვიზიორენტგენოგრაფია და სტერილიზაციის ნორმები ყოველთვის დაცულია. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებაში გავრცელებულია დენტოფობია (სტომატოლოგების შიში), „ლ.ლ დენტის“ გუნდი ყოველთვის მზად არის პაციენტს ფსიქოლოგიური დახმარებაც გაუწიოს და ფობიის დამარცხებასა და გაქრობაში დაეხმარონ, რადგან თანამედროვე სტომატოლოგია ყოველთვის უმტკივნეულო პროცედურაა.
„ჩვენი მიზანია თანამედროვე სტომატოლოგიას გავყვეთ, რადგან პაციენტებს სათანადო მომსახურება მაღალ დონეზე გავუწიოთ. პაციენტი უნდა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში, პაციენტებს ჩვენ ვთავაზობთ უსაფრთხო გარემოს, სტერილიზაციის ყველა ეტაპი კლინიკაში არის დაცული, რაც განაპირობებს სტერილიზაციის უმაღლეს დონეს “.
კლინიკა „ლ.ლ დენტი“ გარდა იმისა, რომ სანდო აპარატურითა და პროფესიონალიზმით ეხმარება ერთგულ პაციენტებს, ის გაწევრიანებულია ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში. რადგანაც დაფუძნებისას სურდათ, რომ საქმე ყოფილიყო ბოლომდე შესრულებული და რეგულაციებისა და კანონების მიხედვით. დღესდღეობით კლინიკის ექიმებს აქვთ წვდომა ყველა კანონთან, უფლებებთან და პაციენტებისთვის ორმაგად უსაფრთხო და მშვიდ გარემოს ქმნიან, რაც ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის დამსახურებაა.
უკვე წარმატებული და ცნობადი „ლ.ლ დენტი“ ცოტა ხნის წინ წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორიც გახდა. ასოციაცია მათ ყველა საჭირო რესურსს სთავაზობს, რაც კლინიკის განვითარებისთვის იქნება საჭირო.
მისამართი : თბილისი, დადიანის ქუჩა 21/23
დამფუძნებელი : ლანა ლემონჯავა