აქსესუარებიქართული წარმოება

Lady’s Accessories – ხის აქსესუარების ფერადი სამყარო

0
გაზიარება

Lady’s Accessories – შვიდი თვის წინ წამოწყებული სტარტაპი, რომელმაც მოკლე დროში მოახერხა მომხმარებლის გაბედნიერება. Facebook გვერდის მეშვეობით, თქვენ იხილავთ სხვადასხვა დიზაინის გულსაბნევებს, საყურეებს, თმის სამაგრებსა და მანქანის აქსესუარებს, რომელიც სასურველი ფორმისა და ზომისაა.

გვერდსა და გამოფენებზე შესაძლებელია თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის, მასწავლებლებისთვის და საკუთარი თავისთვის გამორჩეული დიზაინის გულსაბნევებისა და თმის სამაგრების შეძენა, დახარჯული ფულით კი უამრავ ადამიანს გამოჯანმრთელებასა და გაბედნიერებაში დაეხმარებით.  ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების დახმარებით  უკრაინელი ბავშვების დარდის გასაქარვებლად კომპანიამ მცირე წვლილი შეიტანა.

„მინდა რომ ეს სტარტაპი იყოს ისეთი წარმატებული,რომ ბევრი ადამიანის გამოჯანმრთელებაში და ბედნიერებაში შევიტანო წვლილი.“ – განაცხადა სტარტაპის წამომწყებმა, ლედი ონეზაშვილმა Geobusinessnews.com-თან საუბრის დროს.

გამორჩეული აქსესუარების გვერდი მომავალში აუდიტორიას ჰპირდება, რომ პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი, დახვეწილი და განახლებული იქნება და შეიქმნება ახალი და საინტერესო კონტენტი, რომელიც მომხმარებელს დააინტერესებს და მათში ისევ ისეთ დადებით და პოზიტიურ ემოციებს გამოიწვევს.

 

სტატიის ავტორი: თინათინ ნაჭყებია

მსგავსი სიახლეები

მარანი “ბეროზას ღვინო” – ორ საუკუნოვანი ისტორია და უცვლელი ხარისხი

მარანი “ბეროზას ღვინო”კახეთის უძველეს სოფელ ველისციხეში  მდებარეობს, რომლის ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. მასში არსებული ქვევრები 30 ტონა ღვინოს იტევს და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. მარანი ვიზიტორებს 2010 წლიდან…

გემოვნებიანი, ორიგინალური და ხარისხიანი ტყავის აქსესუარები „TN Handmade“ – სგან

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია TN HANDMADE ქალის აქსესუარების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომელიც დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის ორიგინალური დიზაინითა და ხარისხიანი ტყავით მზადდება. „TN Handmade“…

„ჩაკ ბარი“ –  ახალი პლატფორმა ქართული ინოვაციური სასმელებისთვის

ალბათ არც თუ ისე ცოტა ადამიანს გსმენიათ, სულ რაღაც ერთი წლის წინ შექმნილ ბარზე, რომელიც უნიკალური სასმელებითა და საფირმო კოქტეილებით გამოირჩევა,რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალურია, სასმელები ჩაკ რულოს და სხვა ქართული…

ქართული ღვინის გილდია აცხადებს რეგისტრაციას პროგრამაზე – მევენახეობის მოკლე კურსი

პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia მიერ -45% დაფინანსების ფარგლებში ქართული ღვინის გილდიამ გამოაცხადა მიღება პროფესიული გადამზადების მოკლე პროგრამაზე „მევენახეობის მოკლე კურსი“. პროგრამა ითვალისწინებს …

Lady’s Accessories-ის საახალწლო კოლექცია

წარმატებული ქართული სტარტაპი Lady's Accessories საახალწლოდ ულამაზეს კოლექციას გვთავაზობს. თითოეული ნივთი ხელნაკეთია და გამოირჩევა ულამაზესი და უნაზესი ფერებით. სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბალერინები, ფიფქები და ნაძვის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!