დღის სიახლეებიმეღვინეობაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

მარანი “ბეროზას ღვინო” – ორ საუკუნოვანი ისტორია და უცვლელი ხარისხი

0
გაზიარება

მარანი “ბეროზას ღვინო”კახეთის უძველეს სოფელ ველისციხეში  მდებარეობს, რომლის ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. მასში არსებული ქვევრები 30 ტონა ღვინოს იტევს და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე.

მარანი ვიზიტორებს 2010 წლიდან მასპინძლობს, სადაც მათ ხვდებათ ოჯახური, თბილი გარემო, ქართული (კახური) ტრადიციული სამზარეულო, ცხრა სახის საუკეთესო ღვინო და მათ აქვთ შესაძლებლობა ჩურჩხლის ამოვლების, ხაჭაპურის ცხობისა და ხინკლის მოხვევის მასტერკლასს დაეწსრნონ. სტუმრები ეცნობიან, როგორც ველისციხის, ასევე ოჯახის (ავალიშვილბეროზაშვილების) ისტორიას და მოთხოვნის შემთხვევაში ხალხური ცეკვის და მუსიკის ანსამბლის ხილვისა და გიტარებზე ქალაქურ-სუფრული სიმღერების მოსმენის საშუალებაც ეძლევათ. შესაბამისად მარან „ბეროზას ღვინო“-ში მისული სტუმრისთვის ყველა პირობაა იმისათვის, რომ ისიამოვნოს, გაერთოს და სასიამონო მოგონებები შეიქმნას.

„ღვინის წარმოების კულტურა ჩვენს ოჯახში მაღალ დონეზე იყო და ამიტომაც ყველა შემდეგი თაობა ტრადიციას აგრძელებს. ახლაც ასეა, ყოველ შემოდგომაზე იწურება  რამდენიმე ჯიშის ყურძენი და მზადდება საუკეთესო ხარისხის, როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინო – მეღვინე ზურაბ ბეროზაშვილის მიერ: მწვანე, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, საფერავი.

2009 წელს ჩატარდა პირველი ოჯახური ტიპის ღვინის ფესტივალი, სადაც თეთრმა მშრალმა რქაწითელმა ღვინომ აიღო უმაღლესი შეფასება.

2008 წელს საქართველოს სტუმრობდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც საპრეზიდენტო ტრიბუნიდან საქართველოს სადღეგრძელოს შესასმელად შეარჩია რქაწითელი თეთრი მშრალი “ბეროზას ღვინო.” ამ ფაქტის შემდეგ ჩვენს წარმოებულ ღვინოს “ბაიდენურსაც” უწოდებენ;

2015 წელს ბულგარეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე წითელმა ნახევრად ტკბილმა  საფერავმა “ბეროზას ღვინომ”აიღო უმაღლესი ხარისხის დიპლომი;

2017 წელს ასოციაცია “ქართულმა ღვინომ” ჩაატარა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო ფესტივალი,სადაც “ბეროზას ღვინოს” ქვევრის საფერავმა აიღო ოქროს მედალი;

2018 წელს თელავში კულტურის პალატამ ჩაატარა პირველი ჭაჭის ფესტივალი, სადაც “ბეროზას ღვინის” ჭაჭამ და ბრენდმა აიღო ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები;

2019 წლის მაისში პირველად საქართველოში დაიწყო პროდუქტის ხარისხის ნიშნის მინიჭება, ერთ-ერთ ყველაზე პირველს ქართულ მეღვინეობაში ”ბეროზას ღვინო” რქაწითელს-ქვევრის თეთრი მშრალი, მწვანე-კლასიკურს თეთრი მშრალი, ხიხვი-ქვევრის თეთრი მშრალი და საფერავს-ქვევრის წითელი მშრალი ღვინოს მიენიჭა ხარისხის ნიშანი”ქართული ხარისხი”, ხოლო საფერავს-წითელი ტკბილი შემაგრებულს და ხიხვს- თეთრი ტკბილი შემაგრებულს მიენიჭა ხარისხის ნიშანი “ტრადიციული პროდუქტი”.

2019 წელს ჩატარებულ ქვევრის ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე, “ბეროზას ღვინო” რქაწითელმა, ხიხვმა და საფერავმა მიიღო ბრინჯაოს მედლები.

2020 წლის თებერვალში ბერლინში გაიმართა მსოფლიო ღვინის გამოფენა, ფესტივალი, სადაც “ბეროზას ღვინო”მ დიდი მოწონება დაიმსახურა და შევიდა კატალოგში, როგორც საუკეთესო ღვინო;

2020 წელს “ბეროზას ღვინო” გაიგზავნა აშშ-ში, კერძოდ პენსილვანიასა და მინესოტაში, სადაც ჩატარდა პრეზენტაცია და დეგუსტაცია-შედეგად “ბეროზას ღვინო” საუკეთესოდ დასახელდა;

2021წელს ღვინო გაიგზავნა იტალიაში,მილანში, სადაც ჩატარდა დეგუსტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სომელიები, რესტორატორები და ბაიერები, ღვინომ კვლავ უმაღლესი შეფასება მიიღო „ – მანანა ავალიშვილი „ბეროზას ღვინოს“ მფლობელი

მარანი „ბეროზას ღვინო“ აგრძელებს ტრადიციას და ინარჩუნებს ისტორიას, რომელსაც ადასტურებს წლების განმავლობაში დაგროვებული უამრი პრიზი და გამარჯება.

ისიამოვნე, გაეცანი ქართულ ტრადიციებს და ეზიარე ისტორიას!

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!