2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.08 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.82 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7309 ლარი გახდა.
1.75-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.1769 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.82 თეთრი შეადგინა.