ცნობილ ამერიკელ მსახიობსა და კინოპროდიუსერ ლეონარდო დიკაპრიოს ვარსკვლავური რეზიუმე აქვს. ჰოლივუდის მეგავარსკვლავის კარიერა ბევრ ბრწყინვალე ბლოკბასტერს მოიცავს, რამაც მისი არსებული კარიერაც განსაზღვრა.
“ტიტანიკის” მსახიობმა წარმატებამდე უამრავ დაბრკოლებას, იმედგაცრუებასა და სირთულეს გაუძლო, რომელსაც თავად მსახიობი სხვადასხვა ინტერვიუებში აღწერს.
დასაწყისი
ჰოლივუდის დამწყებ მსახიობს კარიერის დასაწყისში აგენტის პოვნა უჭირდა. ამავდროულად, უთვალავი აუდიენციების შემდეგ უმუშევრად ყოფნა მის მდგომარეობას მხოლოდ ართულებდა. დიკაპრიო ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძოდა.ახალგაზრდა ლეონარდო სფეროს სამუდამოდ დატოვებაზეც კი ფიქრობდა. თუმცა, მამის შეუპოვრობისა და რწმენის წყალობით, ერთ დღესაც ორივეს გაუმართლა.
წარმატების გზაზე
1990-იანი წლების დასაწყისი დიკაპრიოს კარიერისთვის უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა. დამწყები მსახიობი სხვადასხვა სატელევიზიო შოუში და რეკლამებში მუშაობდა. მცირე როლები საბოლოოდ აღიარების ნაკადად მაშინ გადაიქცა, როდესაც ლეოს დებიუტი დაბალბიუჯეტიან საშინელებათა ფილმში Critters 3-ში შედგა.სანამ კრიტიკოსები ათვალიერებდნენ ფილმს, დიკაპრიოს, როგორც მსახიობის უზარმაზარი პოტენციალი, გასართობი ინდუსტრიის ბევრმა აღიარებულმა აღმასრულებელმა აღმოაჩინა. ცოტა ხანში, ლეოს თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ჰოლივუდის ახალბედა მეგავარსკვლავი პრესტიჟულ “ოსკარზე” და “ოქროს გლობუსზე” იქნება ნომინირებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის კატეგორიაში.
სტრატეგი
დიკაპრიო ვარსკვლავურ რადარებზე უკვე ჩანდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი ნაყოფიერი იყო, მომავალმა კინოპროექტებმა, მათ შორის, 1995 წელს გადაღებულმა ამერიკულმა ვესტერნმა , მისი როგორც მსახიობის პოპულარიზაციისთვის ცოტა რამ გააკეთა.დიკაპრიო იძულებული გახდა შეეცვალა სამსახიობო გზის სტრატეგია. მომავალი ჰოლივუდის ვარსკვლავი ფრთხილად ირჩევდა როლებს. გადაწყვეტილების მიღების განახლებულმა უნარმა იგი 1996 წლის ბლოკბასტერულ რომანტიკულ კრიმინალურ ტრაგედიამდე რომეო და ჯულიეტამდე მიიყვანა.
დიკაპრიომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უზარმაზარი სამსახიობო პოტენციალი.
გარდამტეხი ეტაპი კინემატოგრაფიის ისტორიაში: ტიტანიკი
ლეონარდოს, როგორც მსახიობის შესანიშნავმა უნარმა მიიპყრო რეჟისორის ჯეიმს კამერონის ყურადღება. ცნობილ რეჟისორს გადაღებული ჰქონდა ჰოლივუდის მეგა ჰიტები – მათ შორის 1986 წლის საშინელებათა ფილმი The Terminator და 1994 წლის ამერიკული სამოქმედო კომედია True Lies.
კამერონმა დიკაპრიოს 1997 წელს ამერიკულ ეპიკურ რომანში და ფილმში „ტიტანიკი“ მთავარი როლი შესთავაზა. ლეომ თავდაპირველად უარყო შეთავაზება, მაგრამ გადახედა თავის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ აიღო როლი.
Titanic-მა სალაროებში რეკორდები დაამყარა და მსოფლიო მასშტაბით 1,80 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ფილმმა გრძელვადიანი გავლენა მოახდინა როგორც მოზრდილებზე, ისე მოზარდებზე. სურათმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმის უზარმაზარი წარმატების წყალობით, ლეონარდო კარიერულ მწვერვალზე იყო. სწორედ ამ როლმა იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავად აქცია.
ჰოლივუდის აღიარებული მაგნატი
ტიტანიკის დიდი წარმატების შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიო გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სანდო პროფესიონალი გართობის ინდუსტრიაში.ტიტანიკის მსახიობმა ითამაშა რამდენიმე დასამახსოვრებელ კინოპროექტში, მათ შორის, 2002 წლის კრიმინალური დრამა Catch Me If You Can, 2013 წლის ამერიკული ბიოგრაფიული კრიმინალური შავი კომედია The Wolf of Wall Street და კიდევ უამრავ სხვა ჰიტებში.
ლეონარდო დიკაპრიო არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რისი მიღწევაც შესაძლებელია შრომისმოყვარეობითა და შეუპოვრობით. დღეს მსახიობი 262 მილიონი დოლარის მფლობელია. მათ შორის, ფლობს კერძო კუნძულს, ვილებს და უნიკალური ავტომობილების კოლექციას. იგი ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია იმისა, რომ შრომისმოყვარეობითა და ბრძოლის დაუოეკებელი ჟინით საბოლოო მიზნამდე მისვლა სრულებით რეალურია.