მკერავმა ჯეიკობ დევისმა და ლევი შტრაუსმა პატარა ჯიბიანი ჯინსის წარმოების და ერთობლივი პატენტი 1873 წლის 20 მაისს მიიღეს და ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი გარიგება იყო მოდის ისტორიაში.
Levi’s საზოგადოების ყველა ფენისთვის საკულტო ბრენდი გახდა, რომელიც გადაურჩა ორ მსოფლიო ომს, დიდ დეპრესიას და დღეს ნამდვილ კლასიკად ითვლება.
1950 წელს Levi’s-მა გამოუშვა 95 მილიონი ჯინსი, ერთი ერთეულის ღირებულება კი დაახლოებით 3,50 დოლარი იყო. 2019 წლისთვის, ჯინსის ბრენდი 6,6 მილიარდი დოლარი ღირდა.
Beyond Retro-ს ცნობით, Levi’s დაარსდა 1873 წელს გერმანელი ებრაელი ემიგრანტის – ლევი შტრაუსის მიერ. როგორც საბითუმო მოვაჭრე, ის ყიდდა წვრილმანებს: ფარანებიდან, ნიჩბებიდან, ფეხსაცმლითა და ქურთუკებიდან დაწყებული, ლურჯი ჯინსის დუნგარებით დამთავრებული. მაშინ დუნგარები დასავლელ კოვბოებში განსაკუთრებით პოპულარული იყო.
1872 წელს შტრაუსმა მიიღო შეთავაზების წერილი მისი ერთ-ერთი კლიენტისგან, ბატონი ჯეიკობ დევისისგან. სწორედ მათ მიიღეს პატენტი, რამაც მსოფლიოს ისტორია შეცვალა. 1873 წლის 20 მაისს მათ პირველად გამოიყენეს ჯინსზე სპილენძის სამაგრები.
ახალი მოდელი მუშათა კლასის სიმბოლო გახდა. დროთა განმავლობაში, დევისმა შარვალს კიდევ ერთი ლეგენდარული სასაქონლო ნიშანი, ჯინსზე ტყავის ნაჭერი დაამატა. ეს იყო ნახატი, სადაც ორი ცხენი ცდილობდა ჯინსის შარვლის გახევას, თუმცა უშედეგოდ.
1960-იანი წლების დასაწყისამდე ჯინსი წელის კომბინეზონის სახელით იყო ცნობილი. Levi Strauss & Co.-ი საფირმო ბრენდად ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ იწყებდა.
კომპანიის არქივები სავსეა მომხმარებელთა წერილებით, რომლებიც მათ დიდი დეპრესიის პერიოდში მიიღეს. მაშინ მუშათა კლასის მუშებს, მათ შორის ფერმერებს, მხოლოდ რამდენიმე ჯინსის კომბინეზონის შეძენა შეეძლოთ. ისინი ბრენდს შეღავათების გაკეთებას სთხოვდნენ.
დროთა განმავლობაში მოხდა ისე, რომ ცისფერმა ქსოვილმა ახალგაზრდა თაობის ყურადღება მიიქცია. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, როგორიცაა მარლონ ბრანდო და ჯეიმს დინი, 60-იანი წლების მძვინვარე, მეამბოხე ახალგაზრდებში ჯინსის კოსტიუმების პოპულარიზაცია მოახდინეს.
ახალგაზრდებისთვის ჯინსი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. იმ პერიოდში Levi Strauss & Co.-ის მოგების მარჟა ათჯერ გაიზარდა, დაახლოებით 100 მილიონი დოლარიდან წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარამდე ბრუნვით.
Levi Strauss and Co ვარაუდობს, რომ 2027 წლისთვის მისი მოგება 10 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.