ქალაქ რუსთავში 1 წლის წინ საგანმანათლებლო სივრცე Linguistic Lab გაიხსნა, რომელიც ორიენტირებულია შეგიქმნათ კომფორტული გარემო და მოგცეთ სათანადო ცოდნა იმ მიმართულებით, რასაც აირჩევთ.
Linguistic Lab ნებისმიერი ასაკისა და განათლების საფეხურზე მყოფ ადამიანს იწვევს უცხო ენებისა და სხვადასხვა საგნის შესასწავლად. აქ შეგიძლიათ ისწავლოთ როგორც სასკოლო, ისე პროფესიონალურად დაეუფლოთ უცხო ენებს : ინგლისურს, რუსულს, იტალიურს, გერმანულს და ა.შ. გარდა ამისა, ისწავლება ხელოვნების ისეთი დარგები, როგორიც არის ხატვა, ძერწვა, ქარგვა და ქსოვა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ Linguistic Lab დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომელთაგან თითოეულს აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. Linguistic Lab-ის მოსწავლეებთა შორის არა მხოლოდ ქართველი და ადგილობრივი, არამედ უცხოელი მოსწავლეებიც ხშირად არიან. დისტანციური სწავლებით ხარისხიან განათლებას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან : აშშ, გერმანია, ავსტრია, იტალია, კვიპროსი, ისრაელი და ა.შ.
„ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი ნამდვილად პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული. უცხოური ენების თითოეულ მასწავლებელს აქვს გამოცდილება ამ უცხოენოვან ქვეყანაში ცხოვრებისა და შესაბამისად მათი უნარები არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დამყარებული. ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრი ამჟამადაც სწავლობს უნივერსიტეტში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. რაც მთავარია, თითოეული მათგანი მზადაა სიახლეებისთვის სწავლების სფეროში. „ – განაცხადა Geobusinessnews-თან საუბრის დროს Linguistic Lab -ის დირექტორმა მაკა გუნაშვილმა.
მიზანი, რომელიც საგანმანათლებლო ცენტრს თავიდანვე ჰქონდა დასახული მიღწეულია და სამომავლოდ გაფართოება და საგნების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება იგეგმება.
ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს შეისწავლოს ზემოთ ჩამოთვლილი საგნები და გაიღრმავოს განათლების დონე დაუკავშირდით Linguistic Lab-ს ნომერზე : 595 30 03 05