საინტერესო სიახლეებისიახლეები

Louis Vuitton-ის შექმნის ისტორია – უსახლკარო ბიჭის მიერ მილიარდი დოლარის ღირებულების ბრენდი

0
გაზიარება

LVMH მოდის ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში. წლების განმავლობაში, LV-ის პროფესიონალურმა ოსტატობამ მსოფლიოს მასშტაბით დიდი რაოდენობის კლიენტები მოიზიდა. ბრენდი აბსოლუტური ფუფუნების განმსაზღვრელია. მასთან Tiffany & Co., Dior, Sephora, Fendi, Tag Heuer, Fenty, Marc Jacobs და Hublot თანამშრომლობენ.

LV-ის უდიდესი მემკვიდრეობა 1821 წლით თარიღდება, იმ დროს, როდესაც ლუი ვიტონი საფრანგეთში დაიბადა. ლუი პრობლემატურ ოჯახში დაიბადა, მას ბავშვობიდან შეურაცხყოფდნენ, არ ჰქონდა ნორმალურად ცხოვრების არანაირი პირობები და არც მშობლების იმედად იყო. მისი ოცნება სახლიდან გაპარვა იყო, როდესაც ცოტა წამოიზარდა ასეც მოიქცა.

სანამ საკუთარ ბრენდს დააარსებდა, ვიტონმა ბევრი უმძიმესი პერიოდი გაიარა. სამწლიანი ბრძოლის, გადარჩენისა და ინოვაციების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ლუი ვიტონი უკვე აღმასვლის გზას ადგა. მოდით შევხედოთ, თუ როგორ დაწერა ლუი ვიტონმა ისტორია, როგორც მარტივი ჩემოდნების მწარმოებელმა.

ჩემოდნების ოსტატი

ვიტონს მკაცრი ხასიათი ჰქონდა, მან იცოდა ძლიერი სამუშაო ეთიკისა და მონდომების ფასი. აღმოსავლეთ საფრანგეთში ოჯახში გაზრდილმა ბავშვმა სიღარიბის მნიშვნელობა კარგად იცოდა. მისი მამა, ქსავიერ ვიტონი, დედამისის გარდაცვალების შემდეგ ხელახლა დაქორწინდა, ხოლო დედინაცვალი მოძალადე იყო. როდესაც 1837 წელს, იგი 16 წლის გახდა, სახლიდან გაიპარა. თავისი ქალაქიდან პარიზამდე 292 მილი ფეხით გაიარა და ხელოსნებთან მცირე სამუშაოები იპოვა. მაგრამ თავი ძლივს გაჰქონდა, ღამე კი ძირითადად ქუჩაში ეძინა.

როგორც რებაგმა აღნიშნა, Vuitton პარიზში მაშინ ჩავიდა, როდესაც ქალაქში ინდუსტრიალიზაციის პიკი იყო. მაშინ შორ მანძილზე მგზავრობის დიდი მოთხოვნა იყო. ახალგაზრდა ვიტონმა Monsieur Marechal-ში შეგირდად დაიწყო მუშაობა, სადაც გამძლე კონტეინერების და ჩანთების შეკერვა ისწავლა.

რამდენიმე წლის შემდეგ თავისი ოსტატობის გამო, ვიტონზე უკვე დიდი მოთხოვნა არსებობდა. მან გახსნა მაღაზია Rue Neuve de Capucines-ზე. იმ დროს ჩემოდნებს ჰქონდათ მომრგვალებული კუთხეები, რაც წყლის გადინების საშუალებას იძლეოდა, თუმცა ჩემოდნის შიგნით არსებული ნივთები უსაფრთხოდ არ ინახებოდა. 1858 წელს ვიტონმა გამოიგონა პირველი ნაცრისფერი ტილოს ჩემოდანი სახელწოდებით Trianon, რომელიც დღეს ბრენდის სავაჭრო ნიშანია. პროდუქტებზე დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ წარმოება მალევე შეჩერდა.

ახალი დასაწყისი

The Good Life France -ის ინფორმაციით, 1870 წელს, საფრანგეთ-პრუსიის ომის გამო, ლუის ოჯახი, თავად ლუისთან ერთად საცხოვრებლად და თავის გადასარჩენად ბანაკში გადავიდა. იმის გამო, რომ საკვები მწირი იყო, ოჯახი თითქმის შიმშილით დაიღუპა. ერთი წლის შემდეგ, ომი დასრულდა და ვიტონი სახლში დაბრუნდა, სადაც მისი განადგურებული სახელოსნო იპოვა. მასალები მოპარული დახვა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია. ჩემოდნის მწარმოებელი სახელოსნოს გასახსნელად ახალ ადგილს ეძებდა.

ქონების ფასები ომის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა, რამაც ვიტონს საშუალება მისცა პარიზის პრესტიჟულ უბანში თავისი მაღაზია გაეხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ ბიზნესი გაიზარდა და იგი შეკვეთებს მთელი მსოფლიოდან იღებდა. გახსნა მაღაზია ლონდონში და ასევე მიიღო შეკვეთები სამეფო ოჯახის წევრებისგან.

ლუიმ გადაწყვიტა ბიზნესში თავისი ვაჟი ჟორჟი ჩაერთო, რადგან ასაკის გამო მას მუშაობა უჭირდა. 1886 წელს ვიტონის ვაჟმა გამოიგონა საკეტების სისტემა, რომლის გატეხვა შეუძლებელია.

1892 წელს, როდესაც ბიზნესი პიკს მიუახლოვდა Louis Vuitton მოულოდნელად გარდაიცვალა. ბიზნესის მართვა კი მისმა ვაჟმა, ჟორჟმა გააგრძელა. ის დაესწრო ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენას, შეხვდა ჯონ ვანმეიკერს, რომელმაც უნივერმაღების კონცეფცია და ფასების ტეგები შეიმუშავა. 1896 წელს ვიტონმა შექმნა LV მონოგრამა და ყვავილების დიზაინი, რომელიც მამის ხსოვნას მოუძღვნა. 1930-იანი წლებისთვის უმცროსმა ვიტონმა დააფუძნა სადისტრიბუციო ქსელი მთელ ამერიკაში. ბიზნესი სწრაფად ფართოვდებოდა, თუმცა მოულოდენლად, 1936 წელს ჟორჟ ვიტონი გარდაიცვალა.

ომი მწვერვალამდე მისასვლელად

ბიზნესის მართვა ახლა ჟორჟის ვაჟმა, გასტონმა დაიწყო. თუმცა, მეორე მსოფლიო ომი ახალი დაწყებული იყო, რამაც Vuitton-ის მესამე თაობა აიძულა მთელს მსოფლიოში არსებული ბრენდის ქარხნები და მაღაზიები დაეხურათ.

“ლუი ვიტონში“ – ფრანგულ საგაში, ავტორი ამტკიცებდა, რომ გასტონი თანამშრომლობდა.

1946 წელს, ომის დამთავრების შემდეგ გასტონმა სადავეები ვაჟებს გადასცა. როდესაც გასტონი გარდაიცვალა, ბიზნესმა რთული პერიოდი გაიარა. The Times-ის ცნობით, ძმებს უთანხმოება მოუვიდათ და ბიზნესზე ერთმა ძმამ, ანრი რაკამიემ აიღო პასუხისმგებლობა. 6 წლის განმავლობაში, LV გაყიდვები 20 მილიონი დოლარიდან 260 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 1987 წლისთვის LV-ის გაყიდვებმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Racamier-მა გააერთიანა კომპანია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Moët Hennessy, რათა შექმნას LVMH ბრენდი. მათ ასევე შეუერთდნენ ჟივანში, ბერლუტი, გერლენი. ბერნარ არნო დასახელდა Racamier-ის მოკავშირედ, რომელიც ამჟამად აღმასრულებელი დირექტორია 1989 წლიდან. დროთა განმავლობაში, როდესაც გაყიდვები შემცირდა, ბრენდი თანამშრომლობდა ისეთ ხელოვანებთან, როგორებიც არიან ვივიენ ვესტვუდი და მანოლო ბლანიკი, რათა შეექმნათ 100 წლის საიუბილეო გამოცემა, რამაც საბოლოოდ LV-ს სტიმული მისცა.

მას შემდეგ კომპანია სტაბილურად გაიზარდა და გადავიდა საათების, ტანსაცმლისა და სათვალეების ხაზში. ბრენდი მოკრძალებული კომპანიიდან გადაიზარდა მსოფლიოს წამყვანი მოდის კომპანიამდე, რომლის წმინდა ღირებულება ახლა 28,4 მილიარდი დოლარია.

ეს ყველაფერი ერთი უბრალო და უსახლკარო ბიჭის, ლუი ვიტონის დამსახურებაა, რომელიც თავის დროზე სიძნელეებს არ შეუშინდა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!