m2 იუბილარია, კომპანია 15 წლის გახდა. წლების განმავლობაში m2 ახორციელებს დეველოპერულ საქმიანობას, ბაზარზე ნერგავს ინოვაციებს, დასავლურ სტანდარტებსა და თანამედროვე, კომფორტული ცხოვრების კონცეფციას.
ბრენდი მუდმივად მუშაობს გაძლიერებაზე, იკვლევს მომხმარებლების სურვილებს, გლობალურ ტენდენციებს და ხვეწს საკუთარ შესაძლებლობებს როგორც პროდუქტის, ისე -მომსახურების მიმართულებით.
15 წლის თავზე m2 -ს ახალი გზავნილი შემოაქვს, რომელიც ერთი მხრივ, უკვე არსებული ბრენდის დაპირების – „იცხოვრე უკეთესად“ – განვითარებას წარმოადგენს, მეორე მხრივ კი – თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებზე კომპანიაში არსებული პასუხების გააზრების და კომპანიის მომავლის ხედვის შედეგია.
15 წელია ბრენდი მომხმარებელს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება, დღეს კი მისი ახალი გზავნილი ასე ჟღერს – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“. ის, თუ რა იგულისხმება ამ შინაარსში, ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
კომპანიაში უკვე მიმდინარეობს ლოგოს განახლებისა და საიმიჯო კამპანიაზე მუშაობის აქტიური პროცესი.