2022 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $461 მილიონის ღირებულების 494,538 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 80%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტირებული ნავთობის მოცულობა 7%-ით არის მომატებული.
საქსტატის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც იანვარ-მაისში საქართველომ $124.3 მილიონის ღირებულების 138,663 ტონა საწვავი შეიძინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის ღირებულება 148%-ით, იმპორტის მოცულობა კი 45%-ით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით რუსეთი საწვავის იმპორტში #1 ადგილს იკავებს.
მაისში აპრილთან შედარებით რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით გაიზარდა და მან $50 მილიონს მიაღწია.
2022 წლის იანვარ-მაისში ქვეყნების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობა:
1. რუსეთი – 138,663 ათასი ტონა, იმპორტის 28%;
2. რუმინეთი – 103,889 ათასი ტონა, იმპორტის 21%;
3. თურქმენეთი – 85,389 ათასი ტონა, იმპორტის 16.5%;
4. ბულგარეთი – 76,409 ათასი ტონა, იმპორტის 15.5%;
5. აზერბაიჯანი – 56,507 ათასი ტონა, იმპორტის 9.7%.