ეკონომიკა

მაისში საქართველომ რუსეთიდან საწვავის იმპორტი 70%-ით გაზარდა

0
გაზიარება

2022 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $461 მილიონის ღირებულების 494,538 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 80%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტირებული ნავთობის მოცულობა 7%-ით არის მომატებული.

საქსტატის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც იანვარ-მაისში საქართველომ $124.3 მილიონის ღირებულების 138,663 ტონა საწვავი შეიძინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის ღირებულება 148%-ით, იმპორტის მოცულობა კი 45%-ით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით რუსეთი საწვავის იმპორტში #1 ადგილს იკავებს.

მაისში აპრილთან შედარებით რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით გაიზარდა და მან $50 მილიონს მიაღწია.

2022 წლის იანვარ-მაისში ქვეყნების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობა:

1. რუსეთი – 138,663 ათასი ტონა, იმპორტის 28%;
2. რუმინეთი – 103,889 ათასი ტონა, იმპორტის 21%;
3. თურქმენეთი – 85,389 ათასი ტონა, იმპორტის 16.5%;
4. ბულგარეთი – 76,409 ათასი ტონა, იმპორტის 15.5%;
5. აზერბაიჯანი – 56,507 ათასი ტონა, იმპორტის 9.7%.

მსგავსი სიახლეები

ტურიზმიდან შემოსავალი 5.2 მილიარდი დოლარი იქნება

ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა ტურიზმის სტრატეგია, სადაც ნათქვამია, რომ 2025 წლისთვის ტურიზმის შემოსავალი 5.2 მილიარდი დოლარი იქნება. რაც შეეხება პანდემიამდე მაჩვენებელს, 2019 წელს ქვეყნის საერთაშორისო ტურიზმის შემოსავალი…

საქართველოში პროდუქტები ძვირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ აგვისტოში ინფლაცია 10.9%-ს შეადგენდა, შესაბამისად, სექტემბერში ფასების ზრდა დაჩქარდა, ასევე სამომხმარებლო კალათა წინა…

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 18.9 მლნ ლარით გაიზრდება

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2023 წელს მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას 18.930 მილიონი ლარით ზრდის. პროექტი პარლამენტს ხვალ წარედგინება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, თუ წელს საზოგადოებრივი…

წლიური ინფლაციის დონემ სექტემბერში 11.5% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. საბაზო…

საქართველოს საგარეო ვალი 1,1 მლრდ დოლარით გაიზარდა

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი ერთ წელიწადში 1,1 მლრდ დოლარით გაიზარდა.                                              სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 22.272 მლრდ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!