მომსახურების სფეროRSS კატეგორიამარკეტინგი და გაყიდვებისაინტერესო სიახლეები

„მაქსიმის“ საკურიერო სერვისი – რატომაა მისი გამოყენება კომფორტული?

0
გაზიარება

სერვის «მაქსიმის» მომხმარებლებს, ტაქსის გამოძახების გარდა, შეუძლიათ, შეუკვეთონ დოკუმენტების, ამანათების და სხვადასხვა ნივთის საკურიერო მიწოდება. თბილისში მომსახურების ღირებულება 3,5 ლარიდან იწყება.

სერვისის თბილისის ხელმძღვანელი, თორნიკე კირკიტაძე აცხადებს, რომ კურიერების დახმარებით ადამიანები აგზავნიან ამანათებს, პირად ნივთებს, ითხოვენ კერძების მიტანას კაფეებიდან და რესტორნებიდან. ეს მომსახურება განსაკუთრებულად აქტუალური პანდემიის პერიოდში იყო და ახლაც მოთხოვნადი რჩება, რადგან მომხარებლებმა დააფასეს მისი უპირატესობები. აპლიკაციაში პირს შეუძლია, მიუთითოს „საკურიერო მიწოდება კარიდან კარამდე“, ასევე, სექციაში «სურვილი შეკვეთაზე» შეიყვანოს დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად, კონკრეტულად რისი მიწოდებაა საჭირო.

გარდა ამისა, როგორც კომპანიაში განმარტავენ, საკურიერო შეკვეთების გაფორმება შესაძლებელია არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანისთვისაც. ამისათვის „სურვილებში“ მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მესამე პირის ტელეფონის ნომერი, რათა მან შეძლოს კურიერთან დაკავშირება და შეტყობინებების მიღება. აღნიშნული ოფცია განსაკუთრებით ხელსაყრელი და კომფორტულია მისთვის, ვისაც სურს, გამოიჩინოთ ყურადღება და გაუგზავნოს საჭირო ნივთები ახლობელს, საყვარელ ადამიანს ან მეგობარს.

შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია აპლიკაციაში «მაქსიმი», რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Play Market-ში, ისე App Store-შიც და თავსებადია ორივე ოპერაციულ სისტემასთან. გარდა აპლიკაციისა, შეკვეთა ფორმდება ვებგვერდზე taximaxim.ge-სა და ტელეფონის — 032 260 60 60-ის მეშვეობით.

ცნობისთვის, „მაქსიმმა“ საქართველოში მუშაობა 2014 წელს დაიწყო, პირველი ქალაქი კი თბილისი გახდა. სერვისმა მომხმარებლებს ტაქსის გამოძახების ინოვაციური ტექნოლოგიები შესთავაზა, რამაც ეს მომსახურება უფრო თანამედროვე, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გახადა. ახლა, მგზავრობის გარდა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ სხვადასხვა ნივთის ყიდვა, მიტანა, ტვირთის გადაზიდვა, მტვირთავის მომსახურება, ხოლო რთულ სიტუაციაში ისარგებლოთ ძრავის ამუშავებისა და ბუქსირების მომსახურებით.

სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს 10 ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის. ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, გორი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი და სამტრედია. კომპანია „მაქსიმი“-ს განმარტებით, სერვისი გააგრძელებს მომსახურების მიწოდების არეალის გაფართოებას და მოკლე პერიოდში მუშაობას ხაშურში, ახალციხესა და თელავში დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!