დღის სიახლეებისიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

0
გაზიარება

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა.

დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს.

 მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ:

  • ერთდროულ ფულად გასაცემელს – 10 000 ლარს;
  • სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

„მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას. კომისია მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე ავლენს. მასწავლებლის ეროვნული პრემია ლაურეატს გადაეცემა საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში,“- ნათქვამია დადგენილებაში.

2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ ფარგლებში 1 000 000 ლარი არის გამოყოფილი. შესაბამისად, გამოდის, რომ წელს 100 მასწავლებლის დაჯილდოება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

აპრილიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა. ნფორმაცია ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია ნათქვამი. მონაცემების მიხედვით, ამავე…

21 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7536 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0049 ლარით გამყარდა. ევრო - 2. 9940 ლარი აშშ დოლარი -…

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგი – მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით

Henley and Partners ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგს, სადაც ასახელებს 50 ქალაქს იქ მცხოვრები მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. მდიდარი ქალაქების სია: 1. ნიუ-იორკში 60…

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარს მიიღებს

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად…

ადგილობრივი ექსპორტი 18.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2024…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!