Mercedes-Benz უკვე დიდი ხანია საკუთარი სამქიმიანი ლოგოს ქვეშ სხვადასხვა აქსესუარებს აწარმოებს,მათ შორის არის ტანსაცმელსაც და ახალ კოლექციას ეწოდა Unexpected Moments, რომელიც ახალგაზრდებზეა გათვლილი.
კოლექციაში მოხვდა კაცის ზამთრის ტყავის ქურთუკი, შუასეზონური ქურთუკი პოლიესტერისგან, ბამბის უნისექს ჰუდი და კაცის ჟილეტი პოლიამიდისგან. აქვეა ქალის ლაბადა და სხვადასხვა ტიპის სამოსი.
Unexpected Moments-ის კოლექციის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც ასევე შეუძლიათ შეიძინონ Maybach-ის ავტომობილები. რაც შეეხება სამოსის ფასს, მაგალითად, ჰუდის ფასი 400 დოლარია, ხოლო ქურთუკის 4000 დოლარი, ისინი ხელმისაწვდომია Maybach-ის ბუტიკებსა და ბრენდის ინტერნეტსაიტზე.