2022 წლის 8 სექტემბერს მეფე ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოსა და ერთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეფედ ოფიციალურად აკურთხეს. 1976 წელს სამხედრო ვალდებულების დასრულების შემდეგ, სამხედრო სფეროს გარდა, მას ბევრი ჰობი ჰქონდა. მისი საყვარელი დარგები იყო ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობის პრაქტიკის შემუშავება და ისტორიული შენობების რეაბილიტაცია, მათი პირვანდელი იერსახის შენარჩუნების მიზნით.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ მანქანებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მიერ არის წარმოებული
1. Aston Martin DB6 Volante
თვალწარმტაცი DB6 Volante, რომელსაც მეფე ჩარლზი ფლობს, უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილია მის კოლექციაში. ჩარლზი სპორტულ მანქანებს 1970 წლიდან აგროვებს. პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილი 2011 წელს, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა იყო, სადაც აღნიშნული მანქანა ნახეს.
2.Audi E-Tron
რადგან მეფე ჩარლზი ეკოლოგიურ გარემოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მან ელექტრომობილებზე გადასვლა არჩია. E-Tron იყო პირველი მთლიანად ელექტრო მანქანა, რომელიც Audi-მ აწარმოა. მანქანას შეუძლია გამოიმუშაოს 402 ცხენის ძალა.
3.Aston Martin V8 Vantage Volante
V8 Vantage Volante, რომელიც ახლა მეფე ჩარლზს ეკუთვნის, ბაჰრეინის ემირის საჩუქარი იყო.
4.Audi A8
A8 ბრენდის ფლაგმანი, Audi-ს კიდევ ერთი მოდელია, რომელიც მონარქს ეკუთვნის.
5. Aston Martin Virage Volante
Virage Volante იყო ასტონის მესამე მოდელი, რომელსაც მეფე ჩარლზი ფლობდა. მანქანა მას 1994 წლიდან 2007 წლამდე იჯარით ჰყავდა.
6. Audi A6 Allroad
მეფე ჩარლზი ფლობდა რამდენიმე A6 Allroads. Allroad გამორჩეულია იმით, რომ ყველა სახის გზაზე შეუძლია გადაადგილება.
7. Bentley State Limousine
მანქანა, რომელიც შეიქმნა Bentley-ს მიერ, ჯერ კიდევ დედოფალ II-ს ელისაბედს ემსახურებოდა. 2022 წლის მეორე ნახევარში, დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, მეფე ჩარლზი არა მხოლოდ გახდა „ბენტლის“ ახალი მფლობელი, არამედ მემკვიდრეობით მიიღო სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა.