aste Atlas-მა მსოფლიოს საუკეთესო ყველის სია გამოაქვეყნა, რომელშიც მეგრული სულგუნიც მოხვდა. გამოცემა წერს, რომ სულგუნს ძროხის, თხისა და კამეჩის რძისგან ამზადებენ. ხოლო რადგან ყველი შებოლილია, მას ბოლის გემო დასდევს და რეკომენდირებულია ღომთან ერთად მიირთვათ, რომელსაც ასევე სამეგრელოში ამზადებენ.
საუკეთესო ყველის ჩამონათვალში მოხვდა სხვა ცნობილი სახეობის ყველი, მათ შორის მოცარელა, გორგონძოლა და სხვა.