ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ სექტორში ოპერირებს 100%-თ სახელმწიფო საკუთრებაა – „საქართველოს მელიორაცია“ 40 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება და 70 ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს.
კომპანიის ფინანსურის დირექტორის გიორგი ხმელიძის განცხადებით ტარიფები 10 წელზე მეტია რაც უცვლელია და რეალობას აბსოლუტურად ვერ პასუხობს.
,,ირიგაციის ტარიფები ბოლოს 2011 წელს დადგინდა და შესაბამისად, არსებულ რეალობას აბსოლუტურად ვერ პასუხობს. აქედან გამომდინარე წყალმომხმარებელთა კანონით განსაზღვრული იყო, რომ სემეკს უნდა მიეღო ახალი ტარიფი. ჩვენ, მთელი 2022 წლის განმავლობაში ვმუშაობდით მარეგულირებელთან ერთად. ტექნოლოგიაც შემუშავებულია და წელს, დეკემბრის ბოლოსთვის უკვე გვექნება ახალი ტარიფები.
მოგეხსენებათ, საქართველოს მელიორაცია, მათ შორის საოპერაციო ხარჯებით მთლიანად იმყოფება სახელმწიფოს დაფინანსებაზე. ახალი ტარიფებით კი ველით, რომ საოპერაციო ხარჯები სრულად თვითუზრუნველყოფილი იყოს მელიორაციის მიერ.რაც შეეხება უშუალოდ მომხმარებლის, ფერმერების ნაწილს, აქ უნდა გავმიჯნოთ ორი სეგმენტი, ფერმერები, რომლებიც წყალუზრუნველყოფილი არიან და ფერმერები, რომლებსაც დღემდე რჩებათ პრობლემა. დღევანდელი გამოწვევებით წყლის მიწოდების პრობლემა უფრო მკაცრად დგას, გლობალური დათბობის ტენდენციიდან გამომდინარე. სხვანაირად წარმადობა უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამიტომ, აუცილებელია გავზარდოთ ფერმერების ოდენობა, ვისაც სარწყავ წყალზე წვდომა ექნება. ვფიქრობთ, ახალი ტარიფებით შევძლებთ წყალი მივიყვანოთ ყველგან, სადაც საჭიროა. ამასთან, პროცესში მთავრობა და დონორები ერთად არიან ჩართული.
დღევანდელი ტარიფი 75 ლარია 1 წლის განმავლობაში. ყველაზე მთავარია ის, რომ ტარიფი გვაქვს ჰექტარზე და არა კუბატურაზე. ფერმერების გარდა, ჩვენ გვყავს მომხმარებლები, რომელთაც ტექნიკური წყალი სჭირდებათ. ჩვენი მომხმარებლები არიან სათევზე მეურნეობები, ტბორები, ჰესები და ა.შ. ტარიფი კი მათთვის ერთნაირია. იგეგმება დივერსიფიცირება ამ სეგმენტშიც და სემეკ-ს უკვე გაწერილი აქვს მეთოდოლოგიაში“-გიორგი ხმელიძის
2023 წლის საქართველოს მელიორაციის ბიუჯეტი 65 მლნ ლარს შეადგენს.