დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

მესტიაში სასტუმრო “ლილეო ინნ” გაიხსნა

0
გაზიარება

ბაზისბანკმა, სასტუმრო ინდუსტრიის განვითრების პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიაში ახალი, 22 ნომრიანი სასტუმროს – “ლილეო ინნ”-ის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა,რომლის ჯამური ღირებულება 1.2 მილიონი ლარია, აქედან ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის ზაფხულში უმასპინძლა. სასტუმრო გათვლილია, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

“ლილეო ინნ” მესტიის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველ ადგილას მდებარეობს. იგი დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს, სვანური ეთნო კერძების დაგემოვნებასა და მესტიის გაცნობით ტურებს სთავაზობს. სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედები თეთნულდზე და ისტორიულ სვანურ კოშკებზე, რომლებიც შებინდებისას განსაკუთრებულ ელფერს იძენენ.

„ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში და, კერძოდ, სვანეთის რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროექტის თანამონაწილეები ვართ,“ – განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!