ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების რეაბილიტაციისათვის 50 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი წარმოადგენს ნაწილს იმ უფრო ფართო პროექტისა, რომელიც EBRD-ის მხარდაჭერით თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარეობს.
EBRD-ის მიერ პროექტი, სავარაუდოდ, საბოლოოდ 2023 წლის 25 იანვარს უნდა დამტკიცდეს.