თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი შარკოვის განცხადებით, მეტროსადგური ვარკეთილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 2022 წლის მაისში გაფორმდა, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
“ვარკეთილის” მეტროსადგურს რაც შეეხება, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავდეთ ხელშეკრულება ამ მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე. ტენდერში წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაიმარჯვა ისევ კომპანია “მამისონმა”. სამწუხაროდ, ამ დრომდე სამუშაოები დაწყებული არ არის”, – აცხადებს გიორგი შარკოვი.
შეგახსენებთ, რომ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე კომპანია „მამისონი“ მუშაობს, რომელსაც ასევე მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ევალებათ და ჯერ კიდევ არ დაუსრულებიათ.