2022 წელს ჩიპმეიკერების შემოსავლები 1,1%-ით გაიზარდა და 601,7 მლრდ დოლარი შეადგინა. მონაცემებს კვლევითი ორგანიზაიცია Gartner-ი ავრცელებს.
25 წამყვანი კომპანიის ჯამურმა შემოსავლებმა 2,8% მოიმატა და მათზე მოვიდა შემოსავლების 77,5%.
მწარმოებლებს შორის გასულ წელს ლიდერობა შეინარჩუნა Samsung Electronics-მა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოსავლები 10,4% შემცირდა ძირითადად მეხსიერების ჩიპებისა და NAND-ის გაყიდვების კლების გამო. მეორე პოზიციაზე დარჩა ამერიკული Intel-ი, მისმა შემოსავლებმა 19,5% იკლო, მესამეზე კი არის ასევე უწინდებურად სამხრეთკორეული SK Hynix, რომლის გაყიდვები 2,6% შემცირდა.
2022 წელს მსოფლიოში ჩიპების გაყიდვები 10%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ამ კატეგორიის პროდუქციის გაყიდვებში. შედეგად ახლა მათზე მოდის ჩიპმეიკერი კომპანიების შემოსავლების დაახლოებით 25%.
ამერიკულმა Qualcomm Inc. და Micron Technology პოზიციები შეიცვალეს და განთავსდნენ მეოთხე და მეხუთე ადგილებზე. Broadcom და Texas Instruments კი დარჩნენ მეექვსეზე. მეშვიდეზე გავიდა AMD, რომელიც წინა წელს მეათე ადგილზე იყო. ამასთან, მეცხრე პოზიციაზეა ტაივანური MediaTek, ტოპ-ათეულში კი შემოვიდა Apple Inc..