ბიზნესიპარტნირებისაზოგადოებატურ ოპერატორებიტურიზმი, დასვენება და გართობა

მოგზაურობა ქართულ კულტურაში – მაკა ტატულაშვილის ტურისტული კომპანია

0
გაზიარება

კულტურული ტურიზმის, საქართველოსა და ქართული ადათ-წესების პოპულარიზაციის მიზნით მაკა ტატულაშვილმა ტურისტული კომპანია  – Travel through Georgian culture / მოგზაურობა ქართულ კულტურაში –  გახსნა.

 „საქართველო არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურებიის  შეხვედრის ადგილი ,

უდიდესი იმპერიების ზეგავლენის მიუხედავად საქართველო ინარჩუნებს თავის იდენტობას ,

ქმნის მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურ კულტურის საგანძურს .

ეს ნათლად არის ასახული უწყვეტი ტრადიციებში ფოლკლორსა და ეთნოკულტურაში  კულინარიასა და სხვა ტრადიციებში … სწორედ ამ ყველაფრის პოპულარიზაციის მიზნით გადავწყვიტე გამეკეთებინა ტურისტული კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოს გააცნობდა საქართველოს. „ – განაცხადა Geobusinessnews-თან საუბრის დროს მაკა ტატულაშვილმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიის მთავარი მიზანია  ქართული მატერიალური და არამატერიალური  კულტურის პოპულარიზაცია.

ტურების ფარგლებში იგეგმება არაერთი საერთაშორისო ფესტივალი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეთნოლოგიის მიმართულებით, ადგილობრივი და უცხოელი საშემსრულებლო ხელოვნების ერთობლივი კონცერტები, კონკურს-ფესტივალები, მუზეუმების დათვალიერება, შემეცნებითი ეთნო ტურები და სხვა მრავალი ღონისძიება.

ტურისტული კომპანია სხვა კომპანიებისგან გამოირჩევა იმითაც, რომ Travel through Georgian culture-ის ფარგლებში გაცვლითი პროგრამებიც იგეგმება, რაც გამოიწვევს ქალაქებს შორის დაახლოვებას, ერთმანეთის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მასტერკლასებს სხვადასხვა მიმართულებით და კულინაირიის პოპულარიზაციას.

 

სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე

მსგავსი სიახლეები

ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსით შთაგონებული პროდუქციით

ონლაინ და რეალურ მაღაზიაშიც შეხვდებით ისეთ ნივთებს, როგორიცაა: ტელესკოპები, პლანეტების სანათები, პროექტორები, ჭაღები, საბავშვო სათამაშოები, სასკოლო ნივთები, დეკორატიული სადგამები, აქსესუარები და სხვ. ორიგინალური პროდუქციის…

ANOVA – კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება, როგორც ბაზრის კვლევების, ასევე, სოციალური კვლევის მიმართულებით

თანამედროვე სამყაროში, სადაც წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება კაპიტალის ბაზარი, ბიზნეს სექტორი და მასთან ასოცირებული სფეროები, სულ უფრო მეტად გადამწყვეტი და ფუნდამენტური მნიშვნელობის ხდება მონაცემებზე დაფუძნებული…

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  5 ივლისს  Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!