საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა. ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.5 პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.21 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.